ახტალის ბუნებრივი ტალახი ჯანმრთელობის უებარი საშუალებაა - გზაპრესი

ახტალის ბუნებრივი ტალახი ჯანმრთელობის უებარი საშუალებაა

სამკურნალო ტალახით მკურნალობა წარმოებს მხოლოდ კურორტ ახტალაზე, სადაც გამოიყენება მსოფლიოში ერთადერთი ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი, რომელიც ამოიფრქვევა დაახლოებით 250 მეტრი სიღრმიდან.

ტალახით სამკურნალო კურორტები მრავლადაა სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის: ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე), სადაც გამოიყენება ორგანული წარმოშობის (ტორფული) ტალახი, რომელსაც იღებენ ტბებისა და ზღვის ფსკერიდან. ახტალის ტალახი გაცილებით მეტ სამკურნალო ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რომელიც უებარი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით ნავთობს. სამკურნალო ტალახი სხვადასხვა დაავადებას ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტიანად კურნავს.

კურორტი ახტალა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ _ კახეთში, გურჯაანის ცენტრში. უკავია 21,5 ჰა ფართობი, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ხე-მცენარეებით. ამ ტერიტორიაზე შესანიშნავი პარკი, სპორტული კომპლექსი და ბავშვთა გასართობი მოედანია. აქვეა განთავსებული ტალახის საბადო. კურორტი ახტალა დაშორებულია თბილისიდან 100 კილომეტრით. კურორტის ტერიტორიაზე განთავსებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმი, კვების ბლოკი, დღეში სამჯერადი დიეტური კვებით. პაციენტებს ვთავაზობთ ყოველდღიურ ტრანსფერს, საცხოვრებლიდან სააბაზანო განყოფილებამდე.

ტალახის სამკურნალო თვისებები ოდითგანვე ცნობილია. XIX საუკუნიდან დაიწყო მისი უნიკალური თვისებების მეცნიერული შესწავლა და გაიხსნა სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი, სადაც გზავნიდნენ სხვადასხვა დაავადების მქონე სამხედრო პირებს.

სამკურნალო ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციების სახით, ასევე კეთდება რექტალური და ვაგინალური ტამპონები. დანერგილია ფიზიოთერაპიული მკურნალობა, ელექტროტალახის სახით. ტალახის პროცედურებთან ერთად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ფიზიოთერაპიული მკურნალობა თანამედროვე აპარატურით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება 10-12 პროცედურით.

ტალახი წარმატებით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიკური და არასპეციფიკური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე. პოდაგრა ამოვარდნილობებისა და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში. ძვლის, სახსრების, კუნთების დაავადებისას სპონდილო ართრიტებისა და სპონდილოართროზების, ბურსიტის, სინოვიტის, ტენდოვაგინიტის, სახსრების კონტრაქტურის და მიოზიტის სამკურნალოდ.

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას, როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები. პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენები.

ბავშვთა ცერებრალური დაავადებით გამოწვეული პარეზები, ბ.ც.დ-ეთი დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ მკურნალობა სხვადასხვა კლინიკაში, ჩვენთან მკურნალობის შემდგომ ეძლევათ მოძრაობის მეტი შესაძლებლობა და იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას.

ასევე გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის მუცლის ღრუში. ჭრილობებისა და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურების სამკურნალოდ, მაობლიტირებელი ენდარტერიტების სამკურნალოდ.

გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რაც ხშირად მიზეზია უშვილობის, დანამატების და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების, განუვითარებლობის, ფუნქციის დაქვეითების, შეხორცებების მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების გაუვალობა ან დაქვეითება. ხშირია, როდესაც მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ, ასეთ პაციენტებს უბრუნდებათ შვილოსნობის უნარი.

ტალახი ფართოდ გამოიყენება მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადებისას წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთების _ პროსტატიტის სამკურნალოდ. სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებისას. კანის დაავადებების _ ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა სამკურნალოდ.

ახტალის ტალახი შეიცავს შემდეგ ქიმიურ ელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სულფატს, ჰიდროკარბონატებს, ლითიუმს, იოდიდს, ბრომიდს, ბორის მჟავას, სილიციუმის მჟავას, იოდს და სხვა.

კურორტ ახტალის ტალახში შემავალი ნივთიერებები დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

კურორტზე მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური მედპერსონალი.

გიწვევთ მსოფლიოში უნიკალური ტალახით სამკურნალოდ. კურორტი ახტალა დამსვენებლებს ჰპირდება საუკეთესო მომსახურებასა და მკურნალობის მაღალხარისხიან ეფექტს.

საუკეთესო რეკლამა _ ჩვენთან ნამკურნალები პაციენტებია.

ჩამობრძანდით, თავად დარწმუნდებით.