რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის - გზაპრესი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის

ვფიქრობთ, ზოდიაქოს ნებისმიერი წარმომადგენლისთვის საინტერესო იქნება ის ძირითადი ტენდენციები, რომლითაც ოქტომბერი იქნება დატვირთული.

ვერძების უმეტესობას ოქტომბერი გარკვეულ სამოქმედო გეგმას მოსთხოვს. ეს შეეხება როგორც მის პირად ცხოვრებას, ისე ფინანსებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. მოკლედ, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და ცხოვრება გაცილებით სტაბილური გახდება.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ოქტომბერი ამოსუნთქვისა და დასვენების საშუალებას მისცემს. უფრო მეტიც, საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო და ფანტაზია გაგიჩნდებათ საიმისოდ, თუ როგორ გაიხალისოთ ცხოვრება, შეიცვალოთ ვარცხნილობა ან სულაც გადაახალისოთ თქვენი გარდერობი.

ტყუპი ოქტომბერში რეალურ შანსებს მიიღებს საიმისოდ, რომ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. პირველ რიგში ეს ცვლილება სამუშაო სფეროს შეეხება. თუმცა, ყველაფერი მაინც მის აქტიურობასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბის ნიშნით დაბადებულების პოპულარობა მოიმატებს ოქტომბრის თვეში. სასურველია, დაივიწყოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი მორცხვობა და აქტიურად დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია - იქნება ეს პირადი, თუ ბიზნესსპექტრი.

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის ოქტომბერი ბობოქარი და დინამიკური იქნება. შესაძლოა, საყოველთაო ჭორებისა და სკანდალების ეპიცენტრშიც კი მოექცეთ მოულოდნელად, ასე რომ, ნურაფერს გაიკვირვებთ და თავი მეფურად გეჭიროთ, როგორც ყოველთვის.

ქალწულების უმეტესობა, როგორც იქნა, მოიცლის გასართობად. ოქტომბერი მათთვის მსუბუქი და თავბრუდამხვევი იქნება. არ არის გამორიცხული, რომანტიკული ნაცნობობა გააბათ ან აღადგინოთ ურთიერთობა ყოფილებთან.

სასწორების უმეტესობას ოქტომბრის თვე არაერთ მნიშვნელოვან სიურპრიზს ჰპირდება. თუმცა, მათი მხრიდანაც დასჭირდება სიტუაციას გამოყენება და ხელშეწყობა. ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ ახალ წამოწყებას, ან სულაც საკუთარი ჰობი აქციეთ შემოსავლის წყაროდ.

მორიელების უმეტესობისთვის ოქტომბერი ემოციურად დატვირთული იქნება, ბევრს გაუჭირდება არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ სფეროში. თუმცა, შესაძლებლობები ოქტომბერში საკმარისზე მეტი იქნება. მაქსიმალურად მობილიზებულები იყავით მორიელებო!

მშვილდოსნები ოქტომბერს თავგადასავლების ძიებაში გაატარებენ. ბევრ მათგანს გაუჭირდება გრძნობების გონებით გაკონტროლება. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად მისცეთ გარკვეული ფორმა და სისტემატიური სახე საკუთარ მიზნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოემბერი ერთობ მძიმე იქნება.

თხის რქებისთვის ოქტომბერი პროფესიული წარმატებების პერიოდია. მოსალოდნელია სერიოზული კონტრაქტების გაფორმება, ახალ სამსახურში გადაბარგება ან ფინანსური მოგება. ერთადერთი, რაც ამ თვეში მოგეთხოვებათ, თქვენთვის დამახასიათებელი სიჯიუტის მოთოკვა იქნება. ვარსკვლავები მკაცრად გაფრთხილებენ - ერიდეთ კონფლიქტს!

მერწყულებს ოქტომბერში საკუთარი ფინანსური მდგომარეობის "რევიზია" ევალებათ. დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ყიდვა-გაყიდვისა და ინვესტირების საკითხს. კარგი თვეა სწავლისთვის ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. პირად ურთიერთობაში კი აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ არაფრისმომცემი კავშირები.

თევზების უმეტესობა ოქტომბერში დაუძლეველ სურვილს იგრძნობს, გაექცეს ყოველდღიურ რუტინას. სასურველია წამოიწყოთ ახალი ჰობი, დაკავდეთ სპორტით ან ცეკვებით. ახალი გატაცება თქვენს განწყობასაც აამაღლებს და შესაძლოა, ფულადი მოგებაც მოგცეთ მომავალში.