"მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის" უნი­კა­ლუ­რი სე­რია, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის - გზაპრესი

"მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის" უნი­კა­ლუ­რი სე­რია, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლის­თ­ვის

თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, ხშირად სტუმრობთ სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებს ან მომავალში გეგმავთ მათ დათვალიერებას, ან სულაც, ვერ ახერხებთ მოგზაურობას, მაგრამ გსურთ, მსოფლიოს მუზეუმებზე დეტალური ინფორმაციის მიღება, "პალიტრა L"-ის მორიგი უნიკალური პროექტი - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ - გამომცემლობა მსოფლიოს 12 მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიასაც მოგითხრობთ. სერიაზე ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები მუშაობენ და ის "კვირის პალიტრასთან" ერთად ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება.

პროექტზე მომუშავე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ხელოვნებათმცოდნეებსა და მთარგმნელებს დავუკავშირდით:

მაია დონაძე, მთარგმნელი, ფილოლოგი:

- მსოფლიო მუზეუმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად საქართველოში პროექტ "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს" ანალოგი არ აქვს. მართალია, სამეცნიერო ენციკლოპედიებისა თუ ნაშრომების კითხვისას გარკვეულ ინფორმაციას მიიღებთ, თუმცა ასე მარტივი ტექსტითა და მაღალი ხარისხის ფოტოებით შედგენილი წიგნი კაცობრიობის მიერ შემონახული ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიის შესახებ საქართველოში არ გამოცემულა. მიხარია, რომ პროექტში საკუთარი წვლილი შემაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ ის უამრავი მკითხველის საოჯახო ბიბლიოთეკას დაამშვენებს. თანაც, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" ერთგული მეგზური გახდება არა მხოლოდ ნაკლებად მომზადებული მკითხველისთვის, რომელსაც მსოფლიო მუზეუმების შესახებ ინფორმაცია არა აქვს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებისთვისაც, რადგან სერიაში თითოეული ნაშრომისა და მათი ავტორის შესახებ საინტერესო ბიოგრაფიული კვლევების გარდა, მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნის ანალიზს გაეცნობით.

ეკატერინე კობახიძე, მთარგმნელი, პროფესორი:

პროექტი იმითაცაა გამორჩეული, რომ მასზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. ბუნებრივია, მსგავსი შინაარსის გამოცემაზე მოყვარულის დონის მთარგმნელი ან ხელოვნებათმცოდნე ვერ იმუშავებდა. უამრავი დეტალია, რომელიც საფუძვლიან ცოდნასა და გადამოწმებას მოითხოვს.

მოგეხსენებათ, პროექტი თავდაპირველად იტალიურმა გამოცემამ მოამზადა და მასზე ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, დავირიომ იმუშავა. დავირიოს ნაშრომები არა მხოლოდ იტალიაში, მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და მის ანალიზს ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები ენდობიან და ითვალისწინებენ, ახლა კი, ქართველ მკითხველსაც უჩნდება შესაძლებლობა, დავირიოს კვლევებს გაეცნოს და მისი დახმარებით შეუცვლელი გზამკვლევი ჰქონდეს სხვადასხვა მუზეუმის გაცნობისას. დავირიო თითოეული ნახატისა და მისი ავტორის ბიოგრაფიაზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციას ყველა მიმართულებით მიიღებთ. თუ რომელიმე კონკრეტული მუზეუმის დათვალიერებას გეგმავთ, მას ცოდნით შეიარაღებული ესტუმრებით.

ლუვრის, უფიცის, ლონდონის ეროვნული გალერეის, ორსეის, ვენის ხელოვნებისა და სხვა მსოფლიოში ცნობილი მუზეუმების გარდა, გამომცემლობის გადაწყვეტილებით, სერიას ერთ-ერთ წიგნად საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ გამოცემაც დაემატა. მეტიც, წიგნის გამოცემაში, "პალიტრა L"-ის გუნდთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმიც არის ჩართული. შესაბამისად, თუ ჯერ კიდევ არ იცით, საქართველოში რა ტიპის უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა - ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები ინახება, წიგნი საქართველოს ისტორიის უკეთ შეცნობაშიც დაგეხმარებათ.

რუსუდან შელია