სა­ხის კანს უხ­დე­ბა სა­ლა­თა და არ უხ­დე­ბა ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი
font-large font-small
სა­ხის კანს უხ­დე­ბა სა­ლა­თა და არ უხ­დე­ბა ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი
სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი კოს­მე­ტო­ლო­გის­გან


თუ გინ­დათ, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი სა­ხის კა­ნი უნ­და გქონ­დეთ. თი­თო­ე­უ­ლი ქა­ლი თა­ვის გა­რეგ­ნო­ბას და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ყო­ველ­დღე რამ­დე­ნი­მე წუთს მა­ინც უნ­და უთ­მობ­დეს. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მო­ვუ­ა­როთ და და­ვიც­ვათ სა­ხის კა­ნი, კოს­მე­ტო­ლო­გი ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მოგ­ვითხ­რობს
.


- თუ გინ­დათ, და­ად­გი­ნოთ, ცხი­მი­ა­ნი კა­ნი გაქვთ თუ არა, ღა­მით კარ­გად და­ი­ბა­ნეთ სა­ხე, ხო­ლო დი­ლით ხელ­სა­ხო­ცი და­ი­დეთ ცხვირ­ზე; თუ ქა­ღალდს ლა­ქა გა­უჩ­ნ­დე­ბა, მა­შინ თქვე­ნი კა­ნი ცხი­მი­ა­ნია. თუ ვერ აღ­მო­ა­ჩენთ ცხი­მო­ვან ლა­ქას, ე.ი. თქვე­ნი კა­ნი მშრა­ლია. გარ­და ამი­სა, თუ კან­ზე თმის სა­ფა­რი უხ­ვა­დაა, ესეც კა­ნის ცხი­მი­ა­ნო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. თუ შუბ­ლი და­ნეს­ტი­ა­ნე­ბუ­ლია, ე.ი. თქვე­ნი კა­ნი ცხი­მი­ა­ნო­ბის­კენ იხ­რე­ბა. თუ შუბ­ლი მშრა­ლია და ცხი­მი­ა­ნო­ბა მარ­ტო ცხვირ­სა და ნი­კაპ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ნორ­მა­ლუ­რი კა­ნი გქო­ნი­ათ.
ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თ­ვის კარ­გია მჟა­ვე გე­მოს მქო­ნე პრო­დუქ­ტის ნი­ღა­ბი - მა­გა­ლი­თად, გა­ხე­ხი­ლი ვაშ­ლის, კომ­შის, ლი­მო­ნის, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოხ­რა­ხუ­შის და სხვა. კენ­კ­რო­ვა­ნი და მჟა­ვი­ა­ნო­ბის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ტის პირ­და­პირ კან­ზე და­დე­ბა იწ­ვევს კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, ამი­ტომ ამ­გ­ვა­რი ნი­ღა­ბი კრე­მის ზე­მო­დან და­ი­დეთ.
მშრა­ლი კა­ნის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია არაჟ­ნის, კვერ­ცხის და ხა­ჭოს ნი­ღა­ბი გა­ი­კე­თოთ. სა­ხის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ტო­ნი­კის ხმა­რე­ბა, რო­მე­ლიც ძალ­ზე მარ­ტი­ვად, თა­ვად­ვე შე­გიძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დოთ: აიღეთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყე­ნი - გვი­რი­ლის, სალ­ბის, გულ­ყ­ვი­თე­ლას ან მრა­ვალ­ძარ­ღ­ვა­სი. მა­გა­ლი­თად, გვი­რი­ლის 100 გ ნა­ყენს და­უ­მა­ტეთ 1 ს/კ თეთ­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო და ამ მა­სით დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ნა­მეთ სა­ხე. კა­ნის­თ­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია ჰერ­კუ­ლე­სის ნი­ღა­ბი. თუ ცხი­მი­ა­ნი კა­ნი გაქვთ, ჰერ­კუ­ლე­სის ფა­ფას და­უ­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე წვე­თი ლი­მო­ნის წვე­ნი, ხო­ლო თუ მშრა­ლი კა­ნი გაქვთ, ლი­მო­ნის წვე­ნის ნაც­ვ­ლად - ზე­ი­თუ­ნის ზე­თი. სა­ხის კა­ნის­თ­ვის კარ­გია სი­მინ­დის ფქვი­ლის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნი­ღა­ბიც: აიღეთ სი­მინ­დის ფქვი­ლი, და­ას­ხით ცხე­ლი წყა­ლი, მი­ი­ღეთ ფა­ფის­მაგ­ვა­რი მა­სა და თუ ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თ­ვის გინ­დათ, და­უ­მა­ტეთ ლი­მო­ნის რამ­დე­ნი­მე წვე­თი, ხო­ლო თუ მშრა­ლი კა­ნი გაქვთ - თაფ­ლი ან ზე­ი­თუ­ნის ზე­თი.

- ზაფხულ­ში კა­ნი მზის სხი­ვე­ბის გავ­ლე­ნით, საკ­მა­ოდ ზი­ან­დე­ბა, არა?

- დი­ახ, ასეა. ზღვა­ზე წას­ვ­ლის წინ, გირ­ჩევთ: სა­ნა­პი­რო­ზე გახ­ვი­დეთ დი­ლით 9-დან 11-მდე და სა­ღა­მოს 6-დან 8-მდე. მზის სხი­ვე­ბი­სა­გან კა­ნის დაც­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც მზე კანს აშ­რობს და წვავს. ზღვა­ზე პირ­ვე­ლი სა­მი დღე აუცი­ლებ­ლად უნ­და წა­ის­ვათ დამ­ცა­ვი კრე­მი, ხო­ლო შემ­დეგ, გა­სა­რუ­ჯი კრე­მი. და­უშ­ვე­ბე­ლია პირ­ველ­სა­ვე დღი­დან გა­სა­რუ­ჯი კრე­მის ხმა­რე­ბა. ამ დროს მზის სხი­ვე­ბი უფ­რო ღრმა აღ­წევს ფე­ნებ­ში, რაც კა­ნის გა­დაგ­ვა­რე­ბა­სა და და­ბე­რე­ბას იწ­ვევს. გირ­ჩევთ, კა­ნი არ და­იწ­ვათ მცხუნ­ვა­რე მზით, რად­გა­ნაც დამ­წ­ვ­რო­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის წარ­მოქ­მ­ნას უწყობს ხელს.

- და რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ, თუ კა­ნი მა­ინც დაგ­ვეწ­ვე­ბა?

- დამ­წ­ვ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში, აიღეთ 96%-იანი სპირ­ტი და და­ის­ხით კა­ნის დამ­წ­ვარ მო­ნაკ­ვეთ­ზე. ამის შემ­დეგ, შე­გიძ­ლი­ათ იხ­მა­როთ ნე­ბის­მი­ე­რი დამ­წ­ვ­რო­ბის მა­ლა­მო. დამ­წ­ვ­რო­ბი­სას არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ზე­თი ან კვერ­ცხის ცი­ლა - ამით კა­ნი `ი­ხუ­თე­ბა~ და დამ­წ­ვ­რო­ბა უფ­რო ღრმავ­დე­ბა. დამ­წ­ვ­რო­ბის დროს უება­რია ცი­ვი მა­წო­ნიც, რო­მე­ლიც კა­ნის გაგ­რი­ლე­ბა­სა და ქსო­ვი­ლე­ბის აღ­დ­გე­ნას უწყობს ხელს.
ზაფხულ­ში ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა და სა­ხის ჩა­მო­ბა­ნაც. გან­სა­კუთ­რე­ბით 40 წლის შემ­დეგ ყვე­ლას­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მი­ნე­რა­ლე­ბის მი­ღე­ბა. აიღეთ ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ჩა­მო­ი­ბა­ნეთ პი­რი და რაც მთა­ვა­რია, არ შე­იმ­შ­რა­ლოთ. კა­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან კარ­გია ნეს­ვის რბი­ლო­ბის და­დე­ბაც - იმ ნა­წი­ლი­სა, რო­მელ­შიც თეს­ლია. სა­სარ­გებ­ლოა, კიტ­რის კა­ნით სა­ხის გაწ­მენ­დაც.

- სა­ხის კა­ნის­თ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კვე­ბაც. ასეა?

- რა თქმა უნ­და, კვე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. კან­ზე მოქ­მე­დებს ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­მელ­შიც კონ­სერ­ვან­ტე­ბია. მა­გა­ლი­თად: წვე­ნე­ბი, გა­ზი­ა­ნი ტკბი­ლი წყა­ლი, მა­ი­ო­ნე­ზი, შო­კო­ლა­დი და ყა­ვა. სხვა­თა შო­რის, მა­ი­ო­ნე­ზი უნ­და ფუჭ­დე­ბო­დეს ზუს­ტად 3 დღე­ში, მაგ­რამ ჩვენ­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ფუჭ­დე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მას­ში უამ­რა­ვი კონ­სერ­ვან­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ყა­ვას - თუ სვამთ, ეცა­დეთ, ხა­რის­ხი­ა­ნი მი­ირ­თ­ვათ. კა­ნის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლოა ბა­ლა­ხებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყე­ნი. კარ­გია გვი­რი­ლის, ლი­მო­ნის, კუ­ნე­ლის ჩაი, კომ­შის ფოთ­ლე­ბის­გან და­ყე­ნე­ბუ­ლი ჩაი და სხვა. კან­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლი. ზაფხულ­ში ეცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად მი­ი­ღოთ მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი. მი­ი­ღეთ მწვა­ნე სა­ლა­თა, ბოს­ტ­ნე­უ­ლის სა­ლა­თა და რძის ნა­წარ­მი. მო­ე­რი­დეთ ხორ­ცი­ან კერ­ძებს.


რა ხერხს მი­მარ­თა­ვენ ქა­ლე­ბი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, ქა­ლე­ბი სი­ლა­მა­ზის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სხვა­დას­ხ­ვაგ­ვარ ხერხს მი­მარ­თა­ვენ. ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ი­დუმ­ლო აქვს, მა­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი კი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, ვიდ­რე იმ მეც­ნი­ერ­თა ძი­ე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ქი­მი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის სინ­თე­ზით მა­რა­დი­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ფორ­მუ­ლა შექ­მ­ნან. და­ვიწყოთ იმ ქვეყ­ნით, სა­დაც ყვე­ლა­ზე ბევ­რი ლა­მაზ­მა­ნია. ეს არის საფ­რან­გე­თი.

ფრან­გი ქა­ლე­ბი
ფრან­გი ქა­ლე­ბი თვე­ში 2-3-ჯერ სამ­დღი­ან დი­ე­ტას იცა­ვენ. პო­მი­დორს, ნი­ორს, კომ­ბოს­ტოს, მწვა­ნე წი­წა­კას და მარ­ც­ვ­ლე­ულს ნელ ცეცხ­ლ­ზე ხარ­შა­ვენ და დღე­ში სამ­ჯერ (სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში) მი­ირ­თ­მე­ვენ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იღე­ბენ ბევრ სითხეს, მათ ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში აუცი­ლებ­ლად შე­დის წვნი­ა­ნი კერ­ძი. ფრან­გი ქა­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ხი­ლია ყურ­ძე­ნი, რო­მელ­საც სხე­უ­ლის გა­სა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვებ­ლა­დაც იყე­ნე­ბენ. ყურ­ძ­ნი­სა და მი­სი წიპ­წის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ექ­ს­ტ­რაქ­ტე­ბი თით­ქ­მის ყვე­ლა ფრან­გუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი ფირ­მის პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის. ფრან­გი ქა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით არ­ჩე­ვენ პარ­ფი­უ­მე­რი­ას. ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი მა­თი ლო­სი­ო­ნე­ბი მარ­თ­ლაც სას­წა­ულს ახ­დენს. 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ფრან­გი ქა­ლე­ბის­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა მკერ­დი­სა და ტუ­ჩე­ბის გა­დი­დე­ბა. ისი­ნი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ეს­თე­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას და ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა­შიც ცდი­ლო­ბენ, ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, რო­გორც ეს კლა­სი­კუ­რი ტი­პის ფრანგ ქალს შეშ­ვე­ნის.

ინ­გ­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბი
ინ­გ­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მის გამ­წ­მენდ წვე­ნებ­სა და ბა­ლა­ხე­ულ ნა­ყე­ნებს ეტა­ნე­ბი­ან. ძალ­ზე მოს­წონთ ხი­ლის ნიღ­ბე­ბი და ხში­რა­დაც იყე­ნე­ბენ. სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ინ­გ­ლი­სი ეს­თე­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის აკ­ვანს წარ­მო­ად­გენ­და, დღეს კი სულ სხვაგ­ვა­რი ვი­თა­რე­ბაა. ლონ­დონ­ში გა­ცი­ლე­ბით და­ბალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ქი­რურ­გე­ბი არი­ან, ვიდ­რე საფ­რან­გეთ­სა და ამე­რი­კა­ში. ალ­ბათ ამი­ტომ არის, რომ ბევ­რი ინ­გ­ლი­სე­ლი ქა­ლი გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად პა­რიზ­ში ჩა­დის. თუ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ინ­გ­ლი­სელ მან­დი­ლოს­ნებს ამე­რი­კე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა ხიბ­ლავ­დათ და ჰბა­ძავ­დ­ნენ კი­დეც მათ, ახ­ლა სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის­თ­ვის ხა­ზის გას­მას ცდი­ლო­ბენ. მათ სურთ დი­დი ტუ­ჩე­ბი ჰქონ­დეთ და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი იერი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. ინ­გ­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, გა­მო­ყე­ნე­ბულ ჩა­ის პა­კეტს კი არ აგ­დე­ბენ, მა­ცი­ვარ­ში ინა­ხა­ვენ და რო­გორც კი თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლას იგ­რ­ძ­ნო­ბენ, თვა­ლის ქუ­თუ­თო­ზე იდე­ბენ. არ ეზა­რე­ბათ სის­ტე­მა­ტუ­რად იზ­რუ­ნონ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა.

ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი
ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი ხში­რად იცა­ვენ სხვა­დას­ხ­ვა დი­ე­ტას. ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ფე­რი უმი მი­ირ­თ­ვან. ამე­რი­კა­ში პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნიტ­შია. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ამე­რი­კუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რით მკერ­დი ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბის 45%-მა გა­ი­დი­და. უმე­ტე­სო­ბას სურს შე­იც­ვა­ლოს ცხვი­რის ფორ­მა, იკე­თე­ბენ ლი­პო­საქ­ცი­ას და ლიფ­ტინგს, მაგ­რამ მა­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ინც ჭარ­ბი წო­ნაა. ამე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ეზა­რე­ბა, ამი­ტომ იქ პო­პუ­ლა­რუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ქამ­რე­ბი­სა და ჟი­ლე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სხე­უ­ლის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მის მი­ცე­მა.

გერ­მა­ნე­ლი ქა­ლე­ბი
ისი­ნი თვლი­ან, რომ ქა­ლი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც იკ­ვე­ბე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბას ბოს­ტ­ნე­ულ­სა და მათ­გან დამ­ზა­დე­ბულ წვნი­ა­ნებს ანი­ჭე­ბენ. კვი­რა­ში ორ­ჯერ ორ­გა­ნიზ­მის გა­საწ­მენ­დად მკაც­რად იცა­ვენ კვე­ბის რე­ჟიმს. გან­სა­კუთ­რე­ბით უვ­ლი­ან თმას და სა­ხის კანს. უმე­ტე­სო­ბა მის­დევს სპორტს და უფ­რო გვი­ან ბერ­დე­ბი­ან, ვიდ­რე მა­თი მე­ზო­ბე­ლი ევ­რო­პე­ლი ქა­ლე­ბი. ალ­ბათ ამი­ტომ არის, რომ გერ­მა­ნი­ა­ში პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი მო­და­ში არ არის. ერ­თა­დერ­თი, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლია, ქუ­თუ­თო­ე­ბის კო­რექ­ციაა.

იაპო­ნე­ლი ქა­ლე­ბი

იაპო­ნე­ლი ქა­ლე­ბი სხე­ულს იოგის მეშ­ვე­ო­ბით იხ­ვე­წენ. მათ­თ­ვის ბა­ნა­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლი რი­ტუ­ა­ლია. სა­ა­ბა­ზა­ნო­ში სურ­ნე­ლო­ვა­ნი ზე­თე­ბით გაჟ­ღენ­თილ ტომ­სი­კას ათავ­სე­ბენ, რო­მელ­საც მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი და და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბაც აქვს. იაპო­ნე­ლი ქა­ლე­ბი ცხი­მი­ა­ნი კა­ნით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ცხი­მის მო­სა­ცი­ლებ­ლად წი­თე­ლი ლო­ბი­ოს მარ­ც­ვ­ლებს ფქვა­ვენ, მას ცო­ტა­ო­დენ წყალს უმა­ტე­ბენ და წე­ბოს­მაგ­ვა­რი სითხით სა­ხეს იწ­მენ­დენ. კერ­ძებ­ში წყალ­მ­ცე­ნა­რე­ებს, ბრინ­ჯ­სა და სო­ი­ის ნორჩ ღე­რო­ებ­საც ამა­ტე­ბენ. მა­თი რწმე­ნით, ისი­ნი ხელს უწყობს კა­ნი­სა და თმის ბრწყინ­ვა­ლე­ბას. მშრალ კანს, ასე­თი კი იაპო­ნე­ლი ქა­ლე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბას აქვს, ქო­ქო­სის ზე­თით კვე­ბა­ვენ. მა­თი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბია, რო­მე­ლიც მათ თვა­ლებს იმა­ზე უფ­რო პა­ტა­რას და ვიწ­როს აჩენს, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აქვთ. ქუ­თუ­თო­ე­ბის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ცხვი­რის `გა­და­კე­თე­ბა­ზე~ ზრუ­ნა­ვენ. ქი­რურ­გე­ბი მათ ცხვი­რებს ფუ­ძე­ზე მყა­რი სი­ლი­კო­ნის და­მა­ტე­ბით ადი­დე­ბენ. ქუ­თუ­თო­ე­ბი­სა და ცხვი­რის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, არა­ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ ფე­ხებს. ფე­ხე­ბის ლი­პო­საქ­ცია ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ოპე­რა­ციაა, მაგ­რამ სი­ლა­მა­ზის­თ­ვის ღირს რის­კ­ზე წას­ვ­ლა.

მხი­ა­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა

დღეს კომ­პი­უ­ტე­რი ადა­მი­ანს უკ­ვე სი­ცი­ლის მი­ხედ­ვით ცნობს. საკ­მა­რი­სია, ერ­თი გა­და­ი­ხარ­ხა­როთ და მიკ­რო­ფო­ნი უმალ­ვე და­ი­ჭერს სა­ჭი­რო სიხ­ში­რეს, ინ­ტო­ნა­ცი­ას, ტო­ნებს...
ავ­ს­ტ­რა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა იმ ფაქ­ტ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცი­ლი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია. სი­ცი­ლის მა­ნე­რა კი ყო­ველ­თ­ვის შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათს.
სი­ცი­ლი­სას ნე­კა თი­თით ტუ­ჩებს ეხე­ბით - სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაქვთ კარ­გი ტო­ნის, გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბი­სა და ქა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ და ცდი­ლობთ მათ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეთ, გიყ­ვართ ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ყოფ­ნა.

პირ­ზე ხელს იფა­რებთ
- სა­კუ­თარ თავ­ში არ ხართ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი. სი­მორ­ცხ­ვის გა­მო ყო­ველ­თ­ვის ჩრდილ­ში ყოფ­ნა გირ­ჩევ­ნი­ათ.
თავს უკან სწევთ - მიმ­ნ­დო­ბი ხართ. ზოგ­ჯერ მო­უ­ლოდ­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლი გჩვე­ვი­ათ. მხო­ლოდ გრძნო­ბე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობთ.

ხე­ლით სა­ხეს ან თმას ეხე­ბით - ასე მე­ოც­ნე­ბე­ნი და ფან­ტა­ზი­ო­რე­ბი იქ­ცე­ვი­ან.
ცხვირს ჭმუხ­ნით სი­ცი­ლი­სას - თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ხში­რად იც­ვ­ლე­ბა. ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ და ამას­თა­ნა­ვე, ჭირ­ვე­უ­ლიც. იოლად ემორ­ჩი­ლე­ბით წუ­თი­ერ გან­წყო­ბი­ლე­ბას.

ხმა­მაღ­ლა იცი­ნით და პირს ფარ­თოდ აღებთ
- ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ. თავ­შე­კა­ვე­ბა და ზო­მი­ე­რე­ბა გაკ­ლი­ათ. გიყ­ვართ ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ არ გიყ­ვართ სხვე­ბის მოს­მე­ნა.
თავს წინ ხრით, ვიდ­რე ჩუ­მად ჩა­ი­ცი­ნებ­დეთ - კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ხართ, კარ­გად ეგუ­ე­ბით გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნებს. გრძნო­ბებს ყო­ველ­თ­ვის აკონ­ტ­რო­ლებთ.
ხელს ნი­კაპს ჰკი­დებთ - თქვენს ასაკ­ზე უფ­რო ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ხა­სი­ა­თი გაქვთ. ხში­რად და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ხა­სი­ა­თებთ.

სი­ცი­ლის დროს არ გაქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­ნე­რა - თქვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი ხართ. ყო­ველ­თ­ვის და ყვე­ლა­ფერ­ში სა­კუ­თა­რი აზ­რი გაქვთ. სხვე­ბი­სას არ ით­ვა­ლის­წი­ნებთ.
ბეჭდვა