ხელების მიხედვით დასმული დიაგნოზი
font-large font-small
ხელების მიხედვით დასმული დიაგნოზი
ვარდისფერი - მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.

თუ საკუთარი ხელების რეგულარულ, ვთქვათ, თვეში ერთხელ გულმოდგინე შესწავლას წესად გაიხდით, მაშინ საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებაც ყველაფერი გეცოდინებათ. ხელების კანის ფერი და მდგომარეობა, სახსრების მოქნილობა, ფრჩხილების ფორმა, ხაზებისა და ბორცვების მოხაზულობა, მგრძნობელობა და ტკივილზე რეაქცია - ეს იმ ნიშნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიხედვითაც ჯერ კიდევ ძველი ინდოელები უსვამდნენ დიაგნოზს თავიანთ პაციენტებს. ამ პრაქტიკას არც თანამედროვე ექიმები უგულებელყოფენ. მათი აზრით, ადამიანის ხელები არა მარტო მემკვიდრეობითი ავადმყოფობებისადმი მიდრეკილების შესახებ არსებული ინფორმაციის უძვირფასესი წყარო, არამედ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების მოკლე ცნობების მიმწოდებელიცაა.

ფერადი მეტამორფოზები

ვარდისფერი - მწვავე ვირუსული ანდა ქრონიკული დაავადებებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი ადამიანის ხელების ბუნებრივი ფერია.
როგორ უნდა მოიქცეთ - ეცადეთ, გონივრული წესით იცხოვროთ, რათა თქვენმა ხელებმა კვლავაც ერთადერთი სიგნალი - `ჯანმრთელი ხარ~ - მოგაწოდონ.
ყვითელი - დაღლილობის, სისუსტის, შარდის გამუქების თანმხლები ეს ფერი შეიძლება, ჰეპატიტ A, B, ან ჩ-ს, ანდა შარდის ბუშტის დაავადების განვითარების დასტური იყოს. ხოლო თუ ხელისგულების გარდა, ლოყები და ფეხისგულებიც გაგიყვითლდათ (ხოლო სტაფილო და გოგრა თქვენი რაციონის ძირითადი შემადგენელია), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენს ორგანიზმს ბეტაკაროტინი მოყირჭდა. თუმცა, ზოგჯერ გაყვითლებული ხელები ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის სიგნალიცაა.

როგორ უნდა მოიქცეთ - მიმართეთ თერაპევტს, რომელიც თქვენი წუხილებისა და ეჭვების მოსმენისა და პირველადი დათვალიერების შემდეგ, ანალიზების გასაკეთებლად მიმართვას მოგცემთ. ამის შემდეგ კი ან გამოკვლევების შედეგების შესაბამის მკურნალობას დაიწყებთ, ანდა საკუთარ შიშსა და ეჭვებზე გულიანად იცინებთ. რაღა თქმა უნდა, ცოტა ხნით ნარინჯისფერ ხილზე უარის თქმაც მოგიწევთ.
მეწამული წითელი - ასეთ ფერს ხელები ყველაზე ხშირად დიაბეტის, ღვიძლის დისფუნქციის ანდა ქიმიური მოწამვლის დროს იღებს. თუმცა, თუ ქალბატონებს სიწითლე ხელისგულის ქვედა ნაწილში, გარეთა კიდის ახლოს გაგიჩნდათ, მაშინ შეიძლება, ფეხმძიმედაც იყოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ - ექიმის დახმარებით აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე, აუცილებლობის შემთხვევაში კი რაციონიდან ტკბილი საკვებიც ამოიღეთ. შეიძლება, ზედმეტი არც სხვადასხვა გამოკვლევის, მათ შორის, ღვიძლის ბიოფსიის გაკეთება იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქიმიურ მოწამვლაზე ეჭვის მიტანის ყველა საფუძველი გაქვთ, სჯობს, `სასწრაფოს~ გამოძახება წამითაც აღარ გადადოთ.
სილურჯე - მოცისფრო, მონაცრისფრო ანდა მონაცრისფრო-მოცისფრო ფერები არისტოკრატიისადმი კუთვნილების დასტური კი არა, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არსებული პრობლემების მანიშნებელია. ხელების კანის ასეთი უჩვეულო `შეფერილობა~ შეიძლება, წამლების ცუდად გადატანის, ძლიერი გადაცივების დროსაც გაჩნდეს, ანდა მოახლოებული ნერვული აშლილობის ნიშანი იყოს.
როგორ უნდა მოიქცეთ - პირველ რიგში, დამშვიდდით და ფინჯანი ჩაი მიირთვით. ამ გზით იმაში უნდა დარწმუნდეთ, რომ გაყინვა ან ნევროპათოლოგის პაციენტობა უახლოეს ხანებში არ გემუქრებათ. გარდა ამისა, აუცილებლად ჩაიტარეთ გულისა და სისხლძარღვების კომპლექსური გამოკვლევა. ისე, ურიგო არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგადგამაჯანსაღებელი კურსის გავლა იქნებოდა.
მარმარილოსებრი ნახატი - მსგავსი რამ სტრესის დროს მჟღავნდება და ვეგეტო-სისხლძარღვოვან სისტემაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს.

როგორ უნდა მოიქცეთ - ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია ცალკე დაავადება კი არა, იმ ნიშან-მინიშნებათა სინდრომია, რომელთა მიხედვითაც სპეციალისტები გულთან, სისხლძარღვებთან და წნევასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების გამოთვლას შეძლებენ. ამდენად, გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. და კიდევ, არამც და არამც არ უნდა ინერვიულოთ, რადგან თქვენთვის სტრესი ნელი მოქმედების ბომბია.
მტკივნეული წერტილები
ჩინელი მედიკოსების აზრით, ხელისგულის გარკვეულ ნაწილებზე დაწოლის შედეგად გამოწვეული ტკივილის შეგრძნებები შინაგანი ორგანოების მუშაობაში არსებული ნორმიდან გადახვევაზე მიანიშნებს.
არათითისა და საჩვენებელი თითის მეორე და მესამე ფალანებს შორის ადგილი მუხლის სახსრების პროექციაა. ახლო მომავალში მათ (სახსრებმა) შეიძლება, უსიამოვნებებს შეგყარონ.
სახსრების შესივება და შეშუპება პოლიართრიტის ნიშანია. მიმართეთ რევმატოლოგს.
ცერა თითი და წერტილი მის ფუძესთან, ხელისგულზე სასუნთქი სისტემის ზონაა. მარჯვენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ფილტვზე, ხოლო მარცხენა - მარცხენა ფილტვზე აგებს პასუხს. ამ ადგილში ტკივილსა და დაბუჟებას არაფრით წაუყრუოთ. შეეშვით მოწევას და ფლიუროგრაფია გაიკეთეთ.

ცერა თითი და წერტილი მის ფუძესთან, ხელისგულის ზურგის მხრიდან გულის არეა. თუ ამ წერტილზე მეორე ხელის თითების მოჭერა ტკივილს იწვევს, სასწრაფოდ კარდიოლოგთან უნდა გაიქცეთ. შეიძლება, ორგანიზმი ამ გზით გულის იშემიური დაავადების დაწყების შესახებ გაფრთხილებთ.
ბორცვი და შუა თითებს შორის არა შარდ-სასქესო სისტემის მდგო­მარეობაზე აგებს პასუხს. ამ ადგილის ტკივილის შემთხვევაში უროლოგთან და გინეკოლოგთან ვიზიტი აღარ გადადოთ.
ხელისგულის ცენტრი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის წერტილ-ინდიკატორია. ამ ადგილზე დაჭერის დროს ტკივილი იმის დასტურია, რომ მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებით. ასე ხომ ნერვულ აშლილობამდეც აღარაფერი დარჩება, ამიტომაც ნერვებს ყველანაირად უნდა გაუფრთხილდეთ!
ადგილი მაჯის მიდამოში, ნეკქვეშ (დაახლოებით ხელისგულის ქვედა მესამედში) ნაღვლის ბუშტის ზონაა. ეჭვების გასაფანტად ამ ორგანოს გამოკვლევას გირჩევთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1432 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი