კბილების გასათეთრებელ უსაფრთხო საშუალებები - გზაპრესი

კბილების გასათეთრებელ უსაფრთხო საშუალებები

სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა. საქმე ის გახლავთ, რომ სოდა ძალიან ძლიერად აბრაზიულია და მისმა უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს.

შედარებით ნაკლები აბრაზიულობით ხასიათდება კალციუმის გლუკონატი და აქტივირებული ნახშირი. ეს ნივთიერებები დღესაც გამოიყენება კბილის პასტების წარმოებისთვის, თუმცა სტომატოლოგები არ გვირჩევენ მათ თვითნებურ ხმარებას. გარდა ამისა, მათი მოქმედება კბილების ნადებისგან მექანიკური გასუფთავებით შემოიფარგლება და არა - გათეთრებით. წყალბადის ზეჟანგი კი გამოიყენება პროფესიული გათეთრებისას, თუმცა, სხვა კონცენტრაციით. ამასთან, პროფესიულ გელებში სხვა ნივთიერებებიცაა, რომელიც ააქტიურებს დენტინის ნივთიერებებს.

შედარებით უსაფრთხოა ლიმონის წვენი და მარწყვის პიურე. მათი წასმა კბილებზე შეიძლება ბამბის ჩხირით, კბილის ჯაგრისით ან სასარგებლოა კბილების გაწმენდა ლიმონის ცედრით. ამის შემდეგ საჭიროა პირის ღრუში წყლის გამოვლება, რადგანაც ხილის მჟავების ხანგრძლივმა მოქმედებამ შეიძლება მინანქარი დაასუსტოს.

ნებისმიერი გათეთრების შემდეგ რეკომენდებულია `უფერული დიეტის~ დაცვა. გათეთრების დროს მინანქარი უფრო ფორიანი და საღებავებისადმი მგრძნობიარე ხდება. ამიტომ უნდა შეიზღუდოს მკვეთრი წითელი ხილის, ჭარხლის, წითელი ღვინის, ზოგიერთი სოუსისა და სუნელის მიღება. ჩაი და ყავა კბილებზე ნადების გაჩენას უწყობს ხელს. ცხადია, სრულად ხილის, ჩაის და ყავის რაციონიდან ამოღება არ ღირს, უბრალოდ მათი მიღების შემდეგ პირის ღრუში სუფთა წყალი უნდა გამოივლოთ.

ცალკე უნდა ვახსენოთ კბილების გაყვითლების ძლიერი ფაქტორი - სიგარეტი. ეს მავნე ჩვევა შეიძლება, კბილების გათეთრების უკუჩვენებაც კი იყოს, რადგანაც ნადები ძალიან სწრაფად, ისევ გაჩნდება კბილებზე.

აქვე გთავაზობთ 5 მითს კარიესზე

კარიესი კბილების ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ალბათ, ამით აიხსნება ამ დაავადების შესახებ ხალხში მოარული მითების სიმრავლე. აი, ყველაზე პოპულარული მითები:

1. კარიესის მიზეზი შაქრის ხშირი მოხმარებაა - საქმე მთლად ასეც არაა. კარიესის უშუალო გამომწვევია ბაქტერია, რომელიც ნახშირწყლებით იკვებება, მაგრამ ბაქტერიებს არა მარტო შაქარი კვებავს. მათ `მენიუში~ შედის ბრინჯი, ხილი, ნამცხვარი და რამდენიმე ბოსტნეული.

ნახშირწყლებით გამოკვებილი ბაქტერიები გამოიმუშავებენ მჟავას, რომელიც აზიანებს კბილებს. ბაქტერიებთან ბრძოლის მეთოდი ყველასათვის ცნობილია - შინ კბილების სწორად მოვლა და სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტი.

2. ბავშვებთან სარძევე კბილების კარიესის მკურნალობა აუცილებელი არ არის - ეს არ არის სწორი შეხედულება, რადგან კბილის სტრუქტურის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილი, ღრძილებისა და ნერვის ანთება.

3. კარიესის სიმპტომია კბილების მგრძნობელობის მატება - კბილების მგრძნობელობის მატების ძირითადი მიზეზია ნერვული დაბოლოებების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ერთი კბილის არეში ცივსა და ცხელზე მკვეთრი მგრძნობელობა შეიძლება, მისი სტრუქტურის დარღვევაზე მეტყველებდეს.

4. კბილის ტკივილისას ასპირინის ტაბლეტი უნდა დაიდოთ - სინამდვილეში, კბილის ტკივილის დასაამებლად ტკივილგამაყუჩებელი უნდა დალიოთ. ასპირინის ტაბლეტი, პირის ღრუში დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში, გამოყოფს მჟავას, რაც იწვევს ღრძილების ანთებას და კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას.

5. ბავშვები სტომატოლოგთან ზრდასრულებზე ხშირად უნდა დადიოდნენ - ეს არ არის სწორი. კარიესის განვითარება ერთნაირად სარისკოა პატარებთანაც და დიდებთანაც. ყველაფერი დამოკიდებულია კბილების სწორად მოვლაზე. შესაძლებელია ეს მითი იმიტომ დაიბადა, რომ ზრდასრულები ბავშვებთან შედარებით, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან კბილების ყოველდღიურ წმენდას.