პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე
font-large font-small
პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კითხებ­ზე
რო­გორ ვი­ყოთ აუღელ­ვე­ბელ­ნი უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის სა­პი­რის­პი­როდ


ჩვენ სა­ხე­ო­ბა­თა უსას­რუ­ლო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ხე­ო­ბა კი ადა­მი­ა­ნია. ტყუ­ი­ლად არ ამ­ბო­ბენ, რომ იგი ქმნი­ლე­ბის მწვერ­ვა­ლია. თა­ვი­სი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბი­სა და მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბის გა­მო, კა­ცობ­რი­ო­ბა ევო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურს იკა­ვებს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან უბ­რა­ლო ამო­ცა­ნა არ გახ­ლავთ. ამ გზა­ზე თავს ვერ და­აღ­წევთ გან­ც­დებს, ტკი­ვილს, იმედ­გაც­რუ­ე­ბას, მაგ­რამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ან შემ­ცი­რე­ბა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლია.


რო­გორ გა­ვუ­გოთ სხვებს
სხვას რომ გა­უ­გო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­იგ­ნო, რომ ყო­ველ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი გა­აჩ­ნია, რო­მელ­საც ის ერ­თა­დერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად მი­იჩ­ნევს. სწო­რედ ადა­მი­ან­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­ზე, მა­თი ორი­ენ­ტი­რე­ბი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ტა­ბუ და ქცე­ვის მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი გან­საზღ­ვ­რა­ვენ: რო­გორ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ხალ­ხ­თან გვაქვს საქ­მე? რი­თი ცხოვ­რო­ბენ? რა არის მათ­თ­ვის მთა­ვა­რი; რა არის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი და რა - მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი? რის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვი­ან? ვინ მოს­წონთ და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას რა მო­რა­ლუ­რი კა­ტე­გო­რი­ე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ? თუ ადა­მი­ან­თა მი­მართ გულ­წ­რ­ფელ ინ­ტე­რესს არ გა­ნიც­დით, მათ მოს­მე­ნა­საც ვერ შეძ­ლებთ.

ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, თავ­მ­და­ბა­ლი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან. ამი­ტო­მაც, ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვე­ბენ, თით­ქოს "ჩა­კე­ტი­ლე­ბი~ არი­ან. მა­თი გა­გე­ბა და­ნარ­ჩე­ნე­ბის­თ­ვის რთუ­ლია. ყვე­ლას სა­კუ­თა­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი, ოც­ნე­ბე­ბი, იმე­დი აქვს და შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­სას სუ­ლაც არ ემ­თხ­ვე­ო­დეს და რა­ზეც თქვენ მუდ­მი­ვად ფიქ­რობთ - მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სუ­ლაც არ იყოს. თუ ყო­ვე­ლი­ვე ამას და­ვიხ­სო­მებთ, გა­ცი­ლე­ბით იოლი გახ­დე­ბა სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.
რომ გა­ვი­გოთ, რით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს სხვა ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი თა­ვი ცო­ტა ხნით მის ად­გი­ლას უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, მოვ­ლე­ნებს მი­სი თვა­ლით შევ­ხე­დოთ - მა­შინ უფ­რო გა­ი­ოლ­დე­ბა იმ სიტყ­ვის თუ აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაჭ­რის ნე­ბის­მი­ერ სა­და­ვო სი­ტუ­ა­ცი­ას. მცდე­ლო­ბა, და­არ­წ­მუ­ნო ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სი­მარ­თ­ლე­ში, უკ­ვე ნიშ­ნავს, რომ მი­სი ოპო­ნენ­ტი გახ­დი.
ისიც უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ გარ­შე­მო მყოფ­თა გა­გე­ბა რთუ­ლია, რო­ცა გა­ნუწყ­ვეტ­ლად სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ფიქ­რობ. რა თქმა უნ­და, პი­რა­დი გან­საც­დე­ლის გა­და­ტა­ნა ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მძი­მეა, ვიდ­რე სხვა­თა, რად­გან პირ­და­პირ მოქ­მე­დებს ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხ­ზე. გა­უ­საძ­ლი­სი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ძნე­ლია იფიქ­რო სხვებ­ზე და სხვა­თა პრობ­ლე­მებ­ზე. თუმ­ცა, მა­ღა­ლი მო­რა­ლის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის არც ეს ყო­ფი­ლა და­უძ­ლე­ვე­ლი ბას­ტი­ო­ნი, მაგ­რამ ჩვენ ახ­ლა სო­ცი­უმ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნურ მი­მარ­თე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, სა­დაც უპირ­ვე­ლე­სი მა­ინც გულ­წ­რ­ფე­ლი კე­თილ­გან­წყო­ბაა. ადა­მი­ა­ნის გა­გე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო სუ­ლაც არ არის, რომ მი­სი მე­გო­ბა­რი გახ­დეთ. ადა­მი­ა­ნუ­რი თა­ნად­გო­მა კარ­გი ნაც­ნო­ბო­ბის დრო­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რა ვუ­ყოთ შურს?
"შურს ისა სწყინს და გულს უკ­ლავს, სხვას ჩემ­ზე მეტ რად აქ­ვ­სო, ნატ­ვ­რა კი - პა­ტი­ოს­ნუ­რი სურ­ვი­ლია, მეც ის შე­ვიგ­რ­ძ­ნო, რაც სხვას შე­უ­ძე­ნია, მის­და სი­კე­თემ­დე, ღირ­სე­ბამ­დე მი­ვაღ­წიოო. შუ­რი ვერ იტანს სხვი­სა ღირ­სე­ბას, ნატ­ვ­რა კი - შეჰ­ხა­რის, შუ­რი ებ­რ­ძ­ვის ღირ­სე­ბას, ნატ­ვ­რა კი - ეტ­რ­ფის~, - წერ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.
ზოგ­ჯერ რთუ­ლია ამო­იც­ნო, ვინ იმ­ყო­ფე­ბა შენ გვერ­დით - მე­გო­ბა­რი თუ მტე­რი? ახ­ლა ადა­მი­ა­ნებს იმ­დე­ნად ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლი­ათ მოტყუ­ე­ბა, თა­ვის მო­კა­ტუ­ნე­ბა და ნიღ­ბის ტა­რე­ბა სა­კუ­თა­რი ჭეშ­მა­რი­ტი არ­სის და­სა­ფა­რად, რომ მა­თი ამოც­ნო­ბა დიდ დრო­სა და ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს. და მა­ინც, თუ­კი კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ შე­საძ­ლოა, თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს შო­რის მო­შურ­ნე­ნი მრავ­ლად იყ­ვ­ნენ. ამ­გ­ვა­რი "ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი~ ყველ­გან შეგ­ხ­ვ­დე­ბათ, ოღონდ - მეტ-ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით. ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი პუნ­ქ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შეძ­ლებთ გან­საზღ­ვ­როთ, ვის­თან გაქვთ საქ­მე:

პუნ­ქ­ტი I - არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა
თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ე.წ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ რჩე­ვებს იძ­ლე­ვა იმ საქ­მე­ში, რომ­ლი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ. აქ ერ­თი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იქ­ნე­ბო­და, რომ არა ფაქ­ტი - ამ ადა­მი­ანს თქვენს საქ­მე­ში არა­ვი­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არა აქვს. მა­შა­სა­და­მე, ამ სა­კითხ­ში სრუ­ლი პრო­ფა­ნია, მაგ­რამ ყო­ველ­გ­ვა­რი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი არ­გუ­მენ­ტის გა­რე­შე, აკ­რი­ტი­კებს იმას, რა­საც თქვენ აკე­თებთ. აქ ერ­თი უბ­რა­ლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ცოდ­ნა გმარ­თებთ: ნუ მი­ი­ღებთ მო­ცე­მულ კრი­ტი­კას სე­რი­ო­ზუ­ლად. მო­უს­მი­ნეთ და ნუ შე­ე­კა­მა­თე­ბით, რად­გან კა­მა­თი მხო­ლოდ ხა­სი­ათს წა­გიხ­დენთ.

პუნ­ქ­ტი II - გა­იძ­ვე­რო­ბა

თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად და ძალ­ზე ხში­რად, სრუ­ლი­ად ანო­ნი­მუ­რად გი­ფუ­ჭებთ რე­პუ­ტა­ცი­ას. თუ­კი შე­ნიშ­ნეთ, რომ ვი­ღაც გა­ფერ­ხებთ, იცო­დეთ, მას თქვე­ნი შურს.
ზოგ­ჯერ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თვალ­თ­მაქ­ცო­ბენ და არა­გულ­წ­რ­ფე­ლად აღ­ტა­ცე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბის გა­მო. შე­ი­ცა­ნით უმ­თავ­რე­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - არ გა­უ­ნაწყენ­დეთ ამ­გ­ვარ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­ნაწყე­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. თქვენ ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, ისი­ნი რამ­დე­ნად სა­ძაგ­ლად გრძნო­ბენ თავს ში­ნა­გა­ნად.

პუნ­ქ­ტი III - მო­რა­ლუ­რი სა­დიზ­მი

თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი გულ­წ­რ­ფე­ლად ნე­ტა­რებს, რო­ცა საქ­მე ცუ­დად მიგ­დით და ცუდ ხა­სი­ათ­ზე დგე­ბა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გაქვთ. დაწ­ვ­რი­ლე­ბით გე­კითხე­ბი­ან ყო­ველ წვრილ­მანს. თქვე­ნი სიძ­ნე­ლე­ე­ბის, წი­ნა­ღო­ბე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ზუს­ტი აღ­წე­რი­ლო­ბა მათ­ში აღ­ტა­ცე­ბის აშ­კა­რა თუ შე­ფა­რულ ყი­ჟი­ნას იწ­ვევს, თქვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი კი შე­იძ­ლე­ბა, უყუ­რადღე­ბოდ დარ­ჩეს ან შე­საძ­ლოა, ამ წარ­მა­ტე­ბა­თა გა­უ­ფა­სუ­რე­ბაც სცა­დოს. აქ ერ­თი უბ­რა­ლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო: ისი­ნი მო­რა­ლუ­რი სა­დის­ტე­ბი არი­ან. მათ­თ­ვის თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი ნარ­კო­ტი­კის მსგავ­სი რამ არის. თუ­კი ამ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნებ­ლი­ეთ გი­წევთ, შე­ე­ცა­დეთ ილა­პა­რა­კოთ იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად გაქვთ (მა­ში­ნაც კი, რო­ცა ეს ასე არ არის). ნა­ხავთ, რომ სა­უ­ბა­რი მოჰ­ბეზ­რ­დე­ბა, თქვენ კი სა­კუ­თა­რი საქ­მით და­კავ­დე­ბით.
ამ საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე სან­დო მრჩე­ვე­ლი - სა­კუ­თა­რი ინ­ტუ­ი­ციაა. ის ყო­ველ­თ­ვის გი­კარ­ნა­ხებთ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ვინ ვინ არის. შე­ე­ცა­დეთ, მსგავს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შეზღუ­დოთ.

რო­გორ არ ავ­ღელ­­დეთ

სტრე­სი, ში­შე­ბი, გან­ც­დე­ბი - თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის მუდ­მივ მეგ­ზუ­რე­ბად იქ­ც­ნენ. მათ­თ­ვის თა­ვის არი­დე­ბა ზოგ­ჯერ ძალ­ზე რთუ­ლია. ისი­ნი არა მხო­ლოდ აუარე­სებს ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს და ადა­მი­ანს არ­თ­მევს ძა­ლას, არა­მედ არ­ყევს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და ორ­გა­ნიზ­მ­საც დიდ ზი­ანს აყე­ნებს. მათ­გან თავ­დაც­ვა სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც ამ­გ­ვა­რი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო თავ­დაც­ვა მა­ინც პრო­ფი­ლაქ­ტი­კაა. მსგავ­სი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფი­ლაქ­ტი­კა - აუღელ­ვებ­ლო­ბაა. მი­სი დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

ვინ არის აუღელ­ვე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი? - ასე­თი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ნა­ხავს დრო­სა და სა­შუ­ა­ლე­ბას, უწი­ნა­რე­სად სა­კუ­თარ თავ­ში გა­ერ­კ­ვეს; შემ­დეგ, სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში - მათ­ში, ვინც პრობ­ლე­მებს უქ­მ­ნის; ეძებს ამ პრობ­ლე­მა­თა გა­დაჭ­რის გზებს. ის არ ემა­ლე­ბა გან­საც­დელს. მან იცის, რა გა­ა­კე­თოს. მა­მა­ცად ად­გას ცხოვ­რე­ბის გზას და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას ყო­ველ­თ­ვის ჯან­საღ აზრს ეყ­რ­დ­ნო­ბა. კი არ ნერ­ვი­უ­ლობს, არა­მედ ეჩ­ვე­ვა მომ­ხ­და­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას. აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ აუღელ­ვებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­წუ­ხა­რის­გან თავ­დაც­ვაა და სი­სუ­ლე­ლის ჩა­დე­ნის­გან ან ცდო­მი­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან იცავს. დრო­ის და­კარ­გ­ვა გან­ც­დებ­ზე - სრუ­ლი უაზ­რო­ბაა. ის არა­ფერს იძ­ლე­ვა და ადა­მი­ანს მხო­ლოდ ძა­ლას არ­თ­მევს.
შე­აჩ­ვი­ეთ სა­კუ­თა­რი თა­ვი ფიქ­რებ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნას, თუნ­დაც, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით იქ, სა­დაც ხელს არა­ვინ შე­გიშ­ლით.
აუღელ­ვებ­ლო­ბა რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, აუცი­ლე­ბე­ლია გქონ­დეთ ში­ნა­გა­ნი გან­ც­და, რომ თქვენ ყვე­ლა­ფერს დას­ძ­ლევთ. ასე­თი ადა­მი­ა­ნი არას­დ­როს აგ­რო­ვებს ბოღ­მას გულ­ში, არ ინა­ხავს სტრე­სებს სა­კუ­თარ თავ­ში, არა­მედ ეძებს გზებს, რომ მათ­გან გა­თა­ვი­სუფ­ლ­დეს. ნე­ბის­მი­ე­რი ში­ში უნ­და და­მუ­შავ­დეს აზ­რობ­რი­ვად სა­ი­მი­სოდ, რომ მა­თი რე­ა­ლი­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში იცო­დეთ, რო­გორ მო­იქ­ცეთ. ამ­გ­ვა­რად, გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ გა­უ­წი­ოთ კონ­ტ­რო­ლი სა­კუ­თარ თავს და თქვენს ემო­ცი­ებს.
აუღელ­ვებ­ლო­ბა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ზედ­მე­ტად არ აქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით სხვა ადა­მი­ან­თა თვალ­ში; რას და რო­გორ ლა­პა­რა­კობთ ან აკე­თებთ. ამას ხომ არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს (თუ რა თქმა უნ­და, პო­ლი­ტი­კო­სი ან დიპ­ლო­მა­ტი არ ბრძან­დე­ბით). რო­გორც უნ­და მო­იქ­ცეთ, ყო­ველ­თ­ვის გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­გაკ­რი­ტი­კე­ბენ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვენ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დით წე­სე­ბის­გან. თქვენ - ეს თქვენ ხართ და თუ­კი თქვე­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბი სხვას ფი­ზი­კურ ან სუ­ლი­ერ გან­ც­დებს არ აყე­ნებს, უფ­ლე­ბა გაქვთ ისე მო­იქ­ცეთ, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვ­ლით. დე­და­მი­წა­ზე 7 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნია. მათ­ში უდა­ვოდ იქ­ნე­ბა ისე­თი ვინ­მე, ვის­თა­ნაც თქვენ თავს მშვი­დად და აუღელ­ვებ­ლად იგ­რ­ძ­ნობთ. ავირ­ჩი­ოთ სა­ახ­ლობ­ლო წრე. ნუ და­ხარ­ჯავთ დრო­სა და ენერ­გი­ას შუ­ა­ლე­დურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ამას სჯობს, რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩეთ, ვიდ­რე იმათ­თან, ვინც არ გა­ფა­სებთ და ვერ გი­გებთ.
რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არ­სე­ბობს, იმ­დე­ნი აზ­რია. ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბით. ან­და, ეს რა­ტომ უნ­და გვსურ­დეს? მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ხომ სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვაა.

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვა