ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი და­იწყო - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნ­და გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცოცხა­ლი ხარ"
font-large font-small
ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი და­იწყო - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნ­და გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცოცხა­ლი ხარ"
ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად


"მუ­კუ­ზა­ნი", "სა­ფე­რა­ვი", "ქინ­ძ­მა­რა­უ­ლი", "ციც­ქა", "ტვი­ში", "ქი­სი", "კრა­ხუ­ნა" თუ "წი­ნან­და­ლი"? ნა­ხევ­რად ტკბი­ლი წი­თე­ლი თუ ნა­ხევ­რად მშრა­ლი თეთ­რი? ასორ­ტი­მენ­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, არ­ჩე­ვა­ნი კი თქვენ­ზეა. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად რჩე­უ­ლი ღვი­ნის შერ­ჩე­ვა არა ვახ­შამ­ზე და­სა­ლე­ვად, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად მო­გი­წევთ.



მაშ ასე, ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნ­და გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცოცხა­ლი ხარ", და­იწყო.
მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­ვე 50 000-მდე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე", რო­მე­ლიც 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა, ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ით და­იწყო ხმის მი­ცე­მა სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. ხმის მი­ცე­მა ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­მო­კითხ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის", "ლე­ლოს", "ავ­ტო­ბილ­დი­სა" და "გზის" მკითხ­ველ­საც შე­უძ­ლია.

"პრო­ექტს საკ­მა­ოდ დი­დი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე - ტუ­რის­ტებ­ში. ყვე­ლას ჩარ­თ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, ვინც აფა­სებს ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ღვი­ნო­სა და ჩვენს უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას. ეს სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტია და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ვა­ლია, ერ­თი მხრივ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ მას­ში და მე­ო­რე მხრივ, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ შერ­ჩე­ვის პრო­ცესს. სწო­რედ ეს ღვი­ნო­ე­ბი გახ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახა­ლი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი და სა­პა­ტიო ად­გილს და­ი­კა­ვებს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლის ოჯახ­შიც", - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირაკ­ლი სა­ა­მიშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტი ორ ეტა­პად იყო­ფა. საწყის ეტაპ­ზე, სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ღვი­ნის 10 სა­ხე­ო­ბა: 5 თეთ­რი და 5 წი­თე­ლი ღვი­ნო. მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სა­ხე­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად იგეგ­მე­ბა დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, კარ­გად გა­ეც­ნონ ღვი­ნის სა­ხე­ო­ბებს და გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­სი რჩე­უ­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც შემ­დეგ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მის­ცე­მენ ხმას.
ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვის შემ­დეგ, იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლებ­საც პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ და გარ­კ­ვე­ულ მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, წა­რად­გი­ნონ თა­ვი­ან­თი რჩე­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე. ღვი­ნის შერ­ჩე­ვა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ჩა­ტარ­დე­ბა და კონ­კ­რე­ტულ სა­ხე­ო­ბებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნე­ე­ბი, რო­მელ­საც უკ­ვე შე­არ­ჩევს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გა­მოც­დი­ლი სო­მე­ლი­ე­ე­ბის­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ათი­ვე ღვი­ნის გა­მოვ­ლე­ნა ერ­თ­დ­რო­უ­ლად არ მოხ­დე­ბა. კონ­კ­რე­ტულ სა­ხე­ო­ბებ­ში სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნე­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან. ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გულ­შე­მატ­კივ­რებს, ასე­ვე, ეტა­პობ­რი­ვად შე­ეძ­ლე­ბათ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ღვი­ნის შე­ძე­ნა.

პრო­ექტს - "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნ­და გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცოცხა­ლი ხარ", "პა­ლიტ­რა მე­დი­ა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ის ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად და შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ულ ქარ­თულ ღვი­ნო­ებს უფ­რო მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვ­დომს გახ­დის, უცხო­ე­ლებს კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი აღ­მო­აჩი­ნონ და დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ღვი­ნის სამ­შობ­ლოს ტი­ტულს.

ბეჭდვა