ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის - გზაპრესი

ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის

ეს ყველაზე პოეტური პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის მეორე ნახევარში ევლინება ქვეყანას. ამიტომ შემოდგომით განსაკუთრებით უმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობაში მორიელებს, მშვილდოსნებს, თხის რქებს, სასწორებსა და ქალწულებს. თუმცა, არც სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრება იქნება მარტივი და მოსაწყენი, კონკრეტულად ამ ნოემბერში.

ვერძს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად მოკლევადიანი მოგზაურობის შანსი მიეცეს, რომელიც მას დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.

კუროების უმეტესობას ნოემბრის 18-დან 20-მდე თავისებური "ტესტის" ჩაბარება მოუწევს ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე. დიდია ალბათობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვისა, რომლის მოგვარებაც თქვენს მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპის ცხოვრებაში ემოციური "ტაიმაუტი" დგება. სასურველია, ძვირფასო ტყუპო, ცოტა ხნით დაისვენოთ საყვარელი ადამიანის გარემოცვისგან და მარტო ყოფნის საშუალება მისცეთ მას, ეს თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

კირჩხიბებს ასტროლოგები ღია და გულწრფელ საუბარს ურჩევენ საყვარელ ადამიანებთან. არსებული წყენისა და კონფლიქტების გარკვევაში მშვიდი საუბარი დაგეხმარებათ.

ლომებს ნოემბრის მეორე ნახევარი სასიყვარულო ფრონტზე დაუვიწყარ წუთებს ჰპირდება. შესაძლოა, ნამდვილ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეთ.

ქალწულების უმეტესობას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ საყვარელი ადამიანისგან სითბო და ყურადღება დააკლდა. არადა, პირიქით არის. აჯობებს თავად მოიცალოთ სიყვარულისთვის.

სასწორმა შესაძლოა მოულოდნელი რომანი გააბას დიდი ხნის ნაცნობ ადამიანთან. გამორიცხული არ არის, თქვენი ინტერესის ობიექტი სულაც ახლო თანამშრომელი იყოს.

მორიელს ასტროლოგები სასიყვარულო პაემნის დანიშვნას 20 ნოემბრის შემდეგ ურჩევენ. ამ პერიოდში თქვენი მომხიბვლელობა პიკს აღწევს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. იოლად დაიპყრობთ ინტერესის ობიექტის გულს.

მშვილდოსანს ნოემბერმა შესაძლოა, სასიყვარულო გმირობებისა და სიგიჟეების ჩადენისკენ უბიძგოს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველას როდი ეამება თქვენი ორიგინალური საქციელი. აჯობებს ემოციები საყვარელი ადამიანის მიმართ, საჩუქრით გამოხატოთ.

თხის რქებს შესაძლოა სასიყვარულო ფრონტზე სირთულეები გაუჩნდეთ. რისი მიზეზიც მათივე სიჯიუტე და კონსერვატორული შეხედულებები იქნება. ნუ აჰყვებით კონფლიქტში საყვარელ ადამიანებს და ეცადეთ უფრო დამთმობი იყოთ.

მერწყულისთვის ნოემბერი სასიყვარულო ურთიერთობის გააქტიურების წინა პირობა შეიძლება გახდეს. დადგა დრო, პარტნიორთან გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგათ, ხოლო თუ ჯერ მხოლოდ მსუბუქ სიმპათიას გრძნობთ ვინმეს მიმართ, სასურველია, იაქტიუროთ.

არ იქნება ურიგო, თუ თევზები საკუთარი თავით დაკავდებიან და მეორე ნახევარს საშუალებას მისცემენ უკეთ გაერკვეს გრძნობებში. თვის ბოლოს სასიამოვნო მოგზაურობა გელით.