ჯონ როკ­ფე­ლე­რი - პორ­ტ­რე­ტი რა­კურ­სით
font-large font-small
ჯონ როკ­ფე­ლე­რი - პორ­ტ­რე­ტი რა­კურ­სით
"კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო"


ჯონ როკ­ფე­ლე­რი სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში იჯ­და და ბირ­ჟის სი­ახ­ლე­ებს ეც­ნო­ბო­და. უცებ, კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში სი­ხა­რუ­ლის ყი­ჟი­ნით, მი­სი უმ­ც­რო­სი ვა­ჟი შე­მო­იჭ­რა. მან მუშ­ტი გახ­ს­ნა და მა­მას ხე­ლის­გულ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი ხუ­თი მკვდა­რი ბუ­ზი უჩ­ვე­ნა. კმა­ყო­ფილ­მა მშო­ბელ­მა მას შე­პი­რე­ბუ­ლი ათი ცენ­ტი ჩა­უთ­ვა­ლა (ო­რი ცენ­ტი ყო­ველ ბუზ­ზე) და თავ­ზე ხე­ლი გა­და­უს­ვა. - რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ მას მემ­კ­ვიდ­რე­ე­ბი ეზ­რ­დე­ბა! ის მათ თა­ვის იმ­პე­რი­ას გა­და­ა­ბა­რებს, რო­მელ­საც ნა­წილ-ნა­წილ, არა­ერ­თი წლის მან­ძილ­ზე აკო­წი­წებ­და, მაგ­რამ გახ­დე­ბი­ან ისი­ნი ისე­თე­ბი, რო­გო­რიც თვი­თონ იყო - ჟი­ნი­ა­ნი, შე­უ­პო­ვა­რი და გამ­ჭ­რი­ა­ხი? ევო­ლუ­ცი­ის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შვი­ლე­ბი წე­სით, მშობ­ლებს უნ­და ჰგავ­დ­ნენ, მაგ­რამ თვი­თონ ოდეს­ღაც და­ი­ფი­ცა, რომ არას­დ­როს იქ­ნე­ბო­და დედ-მა­მის მსგავ­სი.

ბავ­შ­ვო­ბა
მა­მა თით­ქ­მის არ უნა­ხავს. უილი­ამ როკ­ფე­ლე­რი მუდ­მი­ვად რა­ღაც აფე­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით, ხა­ნაც - "ჯა­დოს­ნუ­რი ელექ­სი­რე­ბის" გა­სა­ღე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ოჯა­ხი სუ­ლაც არ ანაღ­ვ­ლებ­და. ფულს იოლად შო­უ­ლობ­და, მაგ­რამ ასე­ვე იოლად ხარ­ჯავ­და. მი­სი მომ­ლო­დი­ნე ექ­ვ­სი შვი­ლი არც ახ­სოვ­და.
პა­ტა­რა ჯონ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ასე და­უ­დევ­რად არას­დ­როს მო­იქ­ცე­ო­და. თუმ­ცა, მა­მი­ლოს ისე­თი თვი­სე­ბე­ბიც ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც შვილს გა­და­ე­ცა: ამე­რი­კის პრო­ვინ­ცი­ულ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ­თა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სპირ­ტი­ან სას­მე­ლებს არ ეკა­რე­ბო­და და ფუ­ლის შოვ­ნის სა­ო­ცა­რი უნა­რით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ის ფულს აღ­მერ­თებ­და. მო­რი­გი კუ­შის მოხ­ს­ნი­სას, უილი­ა­მი ბან­კ­ნო­ტებს მა­გი­და­ზე ყრი­და, შემ­დეგ კი მოშ­რი­ა­ლე დას­ტებს ჭე­რის­კენ ის­ვ­რი­და და მა­თი ნე­ლი ფარ­ფა­ტით ტკბე­ბო­და. შვილს მა­მის­გან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად ერ­თი შე­გო­ნე­ბა დარ­ჩა: "შვი­ლო, ფუ­ლი უნ­და გიყ­ვარ­დეს და ის შე­სა­ბა­მი­სად გი­პა­სუ­ხებს!" - ეს სა­მუ­და­მოდ ჩა­ი­ბეჭ­და ჯო­ნის გო­ნე­ბა­ში.
ელა­ი­ზა უკი­დუ­რე­სად ძუნ­წი ადა­მი­ა­ნი გახ­ლ­დათ. მან იცო­და, რომ ქმრის მო­ტა­ნი­ლი ფუ­ლი მე­ო­რე დღეს კვამ­ლი­ვით გაქ­რე­ბო­და. ჯონს მუ­დამ ახ­სოვ­და, რო­გორ უყ­ვი­რო­და დე­და, რო­ცა შარ­ვალს და­ხევ­და (ტა­ნი­სა­მო­სი ხომ მის და-ძმებ­საც უნ­და ეტა­რე­ბი­ნათ) და ვინ მოს­თ­ვ­ლის, რამ­დენ­ჯერ ურ­ბე­ნია ფეხ­შიშ­ველს იმის გა­მო, რომ ფეხ­საც­მე­ლი ზედ­მე­ტად არ გა­ეც­ვი­თა.
რო­ცა ჯო­ნი დე­დის ამ­გ­ვარ მორ­ჩი­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბო­და, დას­კ­ვ­ნებს აკე­თებ­და: რა­ტომ უნ­და ელო­დო მი­თურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ზე­ცა­ში, თუ­კი მი­წი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბაც არ­სე­ბობს?.. ჰო­და, თუ კე­თილ­დღე­ო­ბა თა­ვი­სით არ მო­დის, უნ­და წახ­ვი­დე და ის აიღო. და კი­დევ, თუ ფუ­ლი არ გყოფ­ნის, ის კი არ უნ­და და­ზო­გო, არა­მედ მე­ტი უნ­და გა­მო­ი­მუ­შაო!

პირ­ვე­ლი ცენ­ტი
"ყვე­ლა დი­დი გზა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯით იწყე­ბა", - ჯონ როკ­ფე­ლე­რი ამ ჩი­ნუ­რი სიბ­რ­ძ­ნის თა­ვი­სე­ბურ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას ახ­დენ­და და ამ­ბობ­და: "ყო­ვე­ლი დი­დი კა­პი­ტა­ლი პირ­ვე­ლი ცენ­ტით იწყე­ბა".
რა იდე­ე­ბი აღარ მოს­დი­ო­და პა­ტა­რა ჯონს თა­ვის ნა­თელ გო­ნე­ბა­ში: დე­დის მი­ცე­მუ­ლი ფუ­ლით შა­ქარ­ყი­ნუ­ლის შეკ­ვ­რის ყიდ­ვა, მი­სი პა­ტარ-პა­ტა­რა გრო­ვე­ბად და­ნა­წი­ლე­ბა და ცო­ტა­თი უფ­რო ძვი­რად გა­ყიდ­ვა. ვის­ზე ყიდ­და? - თუნ­დაც, სა­კუ­თარ დებ­ზე. "ა­რა­ფე­რი პი­რა­დუ­ლი, ეს ხომ მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი იყო".
შვი­დი წლი­სა მიხ­ვ­და, რომ შე­ეძ­ლო გა­რე­უ­ლი ინ­და­უ­რე­ბის და­ჭე­რა, მა­თი გა­მოკ­ვე­ბა და მე­ზო­ბე­ლი ფერ­მე­ბის­თ­ვის მი­ყიდ­ვა. თა­ვის ყო­ველ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ას რვე­ულ­ში იწერ­და; ყო­ველ დო­ლარს ყუ­ლა­ბა­ში ინა­ხავ­და.
უკ­ვე ათი წლი­სა, ცა­რი­ელ-ტა­რი­ე­ლად დარ­ჩე­ნილ მა­მა­საც კი სეს­ხით უმარ­თავ­და ხელს. რა თქმა უნ­და, სესხს თა­ვი­სი პრო­ცენ­ტიც მოჰ­ყ­ვე­ბო­და - "ა­ქაც არა­ფე­რი იყო პი­რა­დუ­ლი..."

"მო­მა­ვა­ლი ნავ­თობს ეკუთ­ვ­ნის!"
კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 16 წლის ჯონ­მა სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბა და­იწყო. მან დე­და და­არ­წ­მუ­ნა, რომ ძვირ­ფა­სი კოს­ტი­უ­მის შე­სა­ძე­ნად მის­თ­ვის ფუ­ლი გა­მო­ე­ყო, რად­გან უკ­ვე კარ­გად ეს­მო­და ჩაც­მუ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ყმაწ­ვილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა სა­მუ­შაო ეპო­ვა, მან შე­მო­ი­ა­რა კლივ­ლენ­დის ყვე­ლა კან­ტო­რა, მაგ­რამ ყველ­გან უარი მი­ი­ღო. სა­ბო­ლო­ოდ, ის ბუ­ღალ­ტ­რის დამ­ხ­მა­რედ აიყ­ვა­ნეს და დაჰ­პირ­დ­ნენ, რომ ოდეს­მე მა­ინც, ამ სა­მუ­შა­ო­ში ფულს გა­და­უხ­დიდ­ნენ. ის და­თან­ხ­მ­და, რად­გან ეს მის­თ­ვის დი­დი ფუ­ლის სამ­ყა­რო­ში პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

კო­ლე­გე­ბი ახალ­გაზ­რ­დის მონ­დო­მე­ბით გა­ოგ­ნე­ბულ­ნი იყ­ვ­ნენ. ახალ­ბე­და თა­ნამ­შ­რო­მე­ლი კან­ტო­რა­ში ყვე­ლა­ზე ად­რე მი­დი­ო­და და გვი­ა­ნო­ბამ­დე რჩე­ბო­და იქ. ყმაწ­ვი­ლე­ბი ლუდ­ზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ; გო­გო­ნე­ბი ეკეკ­ლუ­ცე­ბოდ­ნენ და მი­სი ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ - ამა­ოდ.
პირ­ვე­ლად მი­ღე­ბულ ჩეკს ჯო­ნი დრო­დად­რო სე­ი­ფი­დან იღებ­და, ათ­ვა­ლი­ე­რებ­და და სიყ­ვა­რუ­ლით ეხე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვინ­მე მე­ზობ­ლის­თ­ვის შე­ეძ­ლო ეთ­ქ­ვა: "აი ნა­ხავ, მე მდი­და­რი გავ­ხ­დე­ბი!"
თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა უც­ნა­ურ ბიჭს ზურ­გი აქ­ცი­ეს. ჯო­ნის­თ­ვის ამას არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. ახ­ლა მის ყუ­რადღე­ბას არა­ვინ და არა­ფე­რი მოს­წყ­ვეტ­და მთა­ვარს - ან­გა­რიშ­სა და გა­დათ­ვ­ლას. ახალ­გაზ­რ­და როკ­ფე­ლერს იმ­ხა­ნად მხო­ლოდ ის ადარ­დებ­და, რომ მთე­ლი ეს ფუ­ლი მას არ ეკუთ­ვ­ნო­და. გარ­და ამისა, ძა­ლი­ან აწყე­ნი­ნეს: რო­ცა ბუ­ღალ­ტ­რის ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და, ის ჯონს გა­დას­ცეს, მაგ­რამ ანაზღა­უ­რე­ბა სამ­ჯერ შე­უმ­ცი­რეს, ვიდ­რე მის წი­ნა­მორ­ბედს ჰქონ­და. როკ­ფე­ლერ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, სამ­სა­ხუ­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მან შე­სა­ნიშ­ნა­ვი გაკ­ვე­თი­ლი მი­ი­ღო: სა­მუ­შა­ოს მომ­ცემს ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლია მოტყუ­ე­ბა და დამ­ცი­რე­ბა.

მას შემ­დეგ, მან მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ჯონს მშვე­ნივ­რად ახ­სოვ­და ისიც, რო­გორ გახ­და ერთ-ერ­თი ფირ­მის უმ­ც­რო­სი პარ­ტ­ნი­ო­რი, რო­მე­ლიც ჩა­ლი­თა და სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნა­წარ­მით ვაჭ­რობ­და. აქ რო­გორ უნ­და გამ­დიდ­რე­ბუ­ლი­ყო? წი­ნას­წარ გან­ჭ­ვ­რე­ტამ თით­ქოს მა­ში­ნაც უშ­ვე­ლა. შტა­ტებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­იწყო. სი­ტუ­ა­ცი­ას ალ­ღო მა­შინ­ვე აუღო და ომის მო­მა­რა­გე­ბით ასო­ბით ათა­სი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.
შემ­დეგ უფ­რო შორ­საც წა­ვი­და. როკ­ფე­ლე­რი ერთ-ერ­თი პირ­ველ­თა­გა­ნი გახ­ლ­დათ, ვინც ნავ­თო­ბის ღირ­სე­ბა შე­იც­ნო. სა­ნამ სხვე­ბი ოქ­როს ძი­ე­ბის ცი­ებ-ცხე­ლე­ბას შე­ეპყ­რო, ის ნელ-ნე­ლა თა­ვის "ოქ­როს" ექა­ჩე­ბო­და, ოღონდ - შავს. რო­ცა მთე­ლი ამე­რი­კა სახ­ლებს სან­თ­ლე­ბით ინა­თებ­და, ის ამ­ბობ­და: "მო­მა­ვა­ლი ნავ­თობს ეკუთ­ვ­ნის!" - და ისევ მარ­თა­ლი იყო - ნავ­თო­ბი სა­ჭი­რო გახ­და თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თ­ვის...
როკ­ფე­ლე­რის ფირ­მა "სტან­დარტ ოილი" ყო­ველ­თ­ვის ერ­თი ნა­ბი­ჯით წინ იყო. თა­ვი­დან, კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, და­ბალ ფასს აწე­სებ­და. რო­ცა ისი­ნი კოტ­რ­დე­ბოდ­ნენ, როკ­ფე­ლე­რი მათ კომ­პა­ნი­ებს ყი­დუ­ლობ­და. რო­დე­საც მო­ნო­პო­ლის­ტი გახ­და, ფა­სე­ბი ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით კი­დევ უფ­რო ას­წია. ამის გა­მო, მი­სი კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თით ხში­რად გა­ი­გებ­დით ფრა­ზას: "უ­დი­დე­სი, უბ­რ­ძე­ნე­სი და ყვე­ლა­ზე უპა­ტი­ოს­ნო, ვი­საც კი ოდეს­მე უარ­სე­ბი­ა".

"უ­კე­თი­ლე­სი სუ­ლის მი­ლი­არ­დე­რი"
როკ­ფე­ლერს ხელ­ქ­ვე­ი­თე­ბი მონ­ს­ტ­რად თვლიდ­ნენ და მი­სი ცეცხ­ლი­ვით ეში­ნო­დათ. ის უხ­დი­და მკურ­ნა­ლო­ბის ფულს და უნიშ­ნავ­და პენ­სი­ებს ყვე­ლა­ზე ერ­თ­გუ­ლებს, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ მათ­გან სრულ მორ­ჩი­ლე­ბას მო­ითხოვ­და. მათ, ვინც ამას ვერ ახერ­ხებ­და, და­უნ­დობ­ლად ემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და.
სახ­ლ­შიც კი, რა­ღაც ფირ­მის­მაგ­ვა­რი მო­აწყო, სა­დაც გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად მი­სი ცო­ლი - ლა­უ­რა ჰყავ­და და­ნიშ­ნუ­ლი.
ბავ­შ­ვე­ბი ფულს ყო­ვე­ლი სა­სარ­გებ­ლო საქ­მის­თ­ვის იღებ­დ­ნენ (მა­მი­კოს­თ­ვის ფან­ქ­რე­ბის გათ­ლა 10 ცენ­ტი ღირ­და; მუ­სი­კის მე­ცა­დი­ნე­ო­ბა - 5 ცენ­ტი; ერ­თი დღის გა­ტა­რე­ბა კან­ფე­ტე­ბის გა­რე­შე - 2 ცენ­ტი და ა.შ.), ყო­ვე­ლი გა­დაც­დო­მის­თ­ვის კი - ჯა­რი­მას იხ­დიდ­ნენ (მა­გა­ლი­თად, სა­დილ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში 1 ცენ­ტი უნ­და გა­და­ე­ხა­დათ). ყვე­ლა ამ ციფ­რებს ისი­ნი რვე­ულ­ში იწერ­დ­ნენ, რო­გორც ამას ოდეს­ღაც თვი­თონ აკე­თებ­და. ყო­ველ მათ­განს ბოს­ტან­ში სა­კუ­თა­რი კვლე­ბი ჰქონ­და, სა­დაც ბოს­ტ­ნე­ულს ზრდიდ­ნენ.

ჯონ როკ­ფე­ლე­რი უკ­ვე მი­ლი­ო­ნებს ატ­რი­ა­ლებ­და, მი­სი ვა­ჟი - უმ­ც­რო­სი ჯო­ნი კი, გო­გო­ნას კა­ბე­ბით და­ი­ა­რე­ბო­და, რად­გან მას ოთხი უფ­რო­სი და ჰყავ­და და მა­თი ტან­საც­მ­ლით იოლად გა­დი­ო­და. არა უშავს, დაე, ეკო­ნო­მი­ას აქე­დან­ვე შე­ეჩ­ვი­ოს! - ფიქ­რობ­დ­ნენ მშობ­ლე­ბი (რო­გორც ჩანს, ჯონ­მა დე­დის­გა­ნაც ბევ­რი აიღო). ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ ერ­თი, სა­ზი­ა­რო ვე­ლო­სი­პე­დი ჰქონ­დათ. - ჰო­და, ძა­ლი­ან კარ­გი, დაე, ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­ი­ყონ! - იტყოდ­ნენ აქაც.
ვინ იყო სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ჯონ როკ­ფე­ლე­რი? ცო­ლი მას უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი სუ­ლის ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­და. მი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ლო­ცუ­ლობ­დ­ნენ და სან­თ­ლებს ან­თებ­დ­ნენ ისი­ნი, ვი­საც ეხ­მა­რე­ბო­და. რო­გორც ჩანს, მათ ლოც­ვებს ამა­ოდ არ ჩა­უვ­ლია და ჯონ­მა თით­ქ­მის ას წლამ­დე იცოცხ­ლა. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯავ­და. დიდ თან­ხებს სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის (ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ა­არ­სა) სწი­რავ­და.
დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით როკ­ფე­ლე­რის ოჯა­ხუ­რი ქო­ნე­ბა სა­მას მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. აბა, რას მო­ვა მას­თან, თუნ­დაც, ბილ გე­იტ­სი, თა­ვი­სი ორ­მოც­და­ა­თი თუ ცო­ტა მე­ტი მი­ლი­არ­დი­თაც კი...


ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვა