ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით - გზაპრესი

ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით

2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, რომლის სტიქიაც მიწა გახლავთ. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ზუსტად ამ წელს ბევრ ქალს საკუთარი ოჯახის, საკუთარი ბუდის შექმნის შანსი გაუჩნდება. თუმცა, საამისოდ საკუთარი დადებითი თვისებების წარმოჩენა მოუხდება საპირისპირო სქესის ყურადღების მისაპყრობად. ახალ წელს განსაკუთრებულად უნდა შეხვდეთ. შეგიძლიათ იმ სამოსით შეიმოსოთ, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ზედმეტი სიბრჭყვიალისა და პომპეზურობის გარეშე. რადგან ძაღლი ტრადიციებისა და სიძველეების მოყვარულია, შეგიძლიათ საახალწლო გარდერობი ვინტაჟური ან სულაც ბებიის ნაქონი სამკაულებით გაახალისოთ. რაც შეეხება ფერს და ფაქტურას, აქტუალურია ყვითელი, მუქი ჩალისფერი, ყავისფრის გამა. ქსოვილებიდან უპირატესობა ბამბას, შალს ან ქაშმირს მიანიჭეთ. ვის რა შესაძლებლობები მიეცემა ამ წელს პირადი თუ კარიერული კუთხით, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ქალ ვერძების უმეტესობას 2018 წელს წარმატება ელით პროფესიაში. მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა წლის ბოლოს შეიძლება ქორწინების შანსებში გადაიზარდოს.

ქალი კურო ძაღლის წელში ძალიან ბევრ რამეს გადააფასებს. შინაგანი სამყაროს `დალაგების~ შემდეგ ჰარმონიას მიაღწევს როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

ქალი ტყუპი ძაღლის წელში აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას. თუმცა, საიმისოდ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ, აუცილებელია სწრაფი რეაგირება და არსებული სიტუაციის სწორად გამოყენება. ეს ეხება როგორც პირად, ისე საქმიან სფეროს.

კირჩხიბ ქალებს 2018 წელს თებერვალ-აპრილში პოპულარობის ზრდა ელოდება. გაუჩნდებათ შანსი როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად. თუმცა, წლის ბოლოს აუცილებლად დაგჭირდებათ გარკვეული ფინანსური სირთულეების მოგვარება.

ლომი ქალი 2018 წელს აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობაში, თუკი საკუთარ თავში სიზარმაცეს და `დედოფლურ ბუნებას~ ცოტათი მაინც გაუწევს კონტროლს. წარმატება მოვა, ოღონდ მხოლოდ დიდი შრომის და მონდომების შედეგად.

ქალწული ქალების უმეტესობა ძაღლის წელში სტაბილურად გააგრძელებს კარიერულ წინსვლას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ბევრი რომანისა და ფლირტის მოწმე აღმოჩნდება. თუმცა, სერიოზული კანდიდატურის პოვნა საბოლოოდ მაინც გაუჭირდება.

ქალი სასწორი 2018 წლის პირველ ნახევარში პირად და პროფესიულ სფეროში სირთულეებით დაიხუნძლება. თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან პრობლემები ეფექტურად დაიწყებს მოგვარებას და სასიყვარულო ფრონტზეც საინტერესო ადამიანი გამოჩნდება.

ქალ მორიელებს ძაღლის წელი ფინანსურ და პროფესიული სტაბილურობის შანსებს გაუჩენს. რაც შეეხება პირადს, ამ მხრივ შესაძლოა, გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება.

ქალი მშვილდოსანი 2018 წელს ახალი იმედებითა და პერსპექტივებით ხვდებიან. წლის მეორე ნახევარში მათ ცხოვრებაში `ოქროს პერიოდი~ დაიწყება და ნებისმიერ მათგანს როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში წარმოუდგენელი გამართლება ელის.

ქალი თხის რქა ძაღლის წელში გამძლეობით და პრინციპულობით გამორჩეული იქნება. ეს ის წელია, როცა არც პირად, არც საქმიან ურთიერთობებში უკან დახევა არ გეპატიებათ. თუკი თავგამოდებით დაიცავთ თქვენს ინტერესებს, წლის ბოლოს ყველა სფეროში წარმატება გელით.

მერწყულ ქალს 2018 წელი გასაოცარ აქტიურობას ჰპირდება. ეს არის ახალი მეგობრებისა და ახალი ინტერესების გაჩენის წელი. თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ საეჭვო სასიყვარულო ავანტიურისგან.

ქალი თევზები ძაღლის წელში არაერთ საჩუქარს მიიღებს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ეს იქნება წელიწადი, როცა თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები ახალი კუთხით გაიშლება და გაიზრდება ინტერესი თქვენდამი, როგორც უნიკალური და საინტერესო პიროვნებისადმი.