ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ
font-large font-small
ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ვე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:


ვინ იცის, მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი უჩ­ვე­უ­ლო და უც­ნა­უ­რი კერ­ძი არ­სე­ბობს: დე­და­მი­წის სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მე­ვენ გვე­ლის ხორცს, ალი­გა­ტო­რის სო­სისს თუ ბა­ყა­ყის თა­თე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა "ნუგ­ბარს". ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ მხრივ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლე­ბი ვართ - ასე­თი დე­ლი­კა­ტე­სე­ბის გა­სინ­ჯ­ვას ცო­ტა თუ ისურ­ვებს, თუმ­ცა ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ცხოვ­რო­ბენ. რო­მელ უცხო კერ­ძებს აგე­მოვ­ნე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ჩვენს რეს­ტორ­ნებ­ში? - ამის გარ­კ­ვე­ვა­ში ერთ-ერ­თი რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტო­რი, ნუგ­ზარ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი დაგ­ვეხ­მა­რა. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:


მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა "ცე­ზა­რი"

- "სა­ლა­თა "ცე­ზა­რი" დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კერ­ძია და დი­დია მას­ზე მოთხოვ­ნა. ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. "ცე­ზარს" თით­ქ­მის ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში ამ­ზა­დე­ბენ, თუმ­ცა ბევ­რ­გან ამა­ხინ­ჯე­ბენ. ზოგს ჰგო­ნია, რომ ამ სა­ლა­თა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს კიტ­რი და პო­მი­დო­რი, მაგ­რამ ასე არ არის. ამ კერ­ძის ავ­ტო­რი იტა­ლი­ე­ლი ცე­ზარ კარ­დი­ნია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ თა­ვის ძმას­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და მა­ლე პა­ტა­რა სას­ტუმ­რო და რეს­ტო­რა­ნი გახ­ს­ნა. კარ­დი­ნის სას­ტუმ­რო სა­ხელ­მ­წი­ფოს საზღ­ვარ­თან, სან-დი­ე­გო­დან ოცი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობ­და. 1924 წლის 3 ივ­ლისს კარ­დი­ნის რეს­ტო­რან­ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­მა მო­ი­ყა­რეს თა­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ საკ­ვე­ბი შე­მო­აკ­ლ­დათ, ახ­ლო­მახ­ლო მა­ღა­ზი­ე­ბი კი და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. რეს­ტორ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მხო­ლოდ კვერ­ცხი, ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი, თეთ­რი პუ­რი, ვორ­ჩეს­ტე­რის სო­უ­სი, ყვე­ლი პარ­მე­ზა­ნი და ნი­ო­რი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ცე­ზარ კარ­დი­ნიმ ამ ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბის­გან თა­ვის სტუმ­რებს უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძი მო­უმ­ზა­და და მი­არ­თ­ვა. ასე და­ა­გე­მოვ­ნეს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­მა სა­ლა­თა, რო­მელ­მაც მა­ლე დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რ­ცელ­და. 1953 წელს, პა­რიზ­ში, "ცე­ზა­რი" სა­უ­კე­თე­სო ამე­რი­კულ კერ­ძად აღი­ა­რეს უკა­ნას­კ­ნე­ლი 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დღეს­დღე­ო­ბით "ცე­ზა­რის" უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ამ კერძს ყვე­ლა მზა­რე­უ­ლი თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით ამ­ზა­დებს, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ცე­ზა­რის კლა­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტი არ უნ­და და­მა­ხინ­ჯ­დეს.
GzaPress
კრე­ვე­ტე­ბი სო­ი­ის სო­უს­თან ერ­თად

- კრე­ვე­ტებ­ზე მოთხოვ­ნა მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც სა­მარ­ხ­ვო რა­ცი­ონ­ში იქ­ნა დაშ­ვე­ბუ­ლი. ეს გემ­რი­ე­ლი ზღვის პრო­დუქ­ტი სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის, მის­გან გა­მოც­დი­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო კერძს ამ­ზა­დე­ბენ. ქარ­თ­ველ მომ­ხ­მა­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს კრე­ვე­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხე­ლი კერ­ძე­ბიც და სა­ლა­თე­ბიც, თუმ­ცა ჩვენ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გრილ­ზე შემ­წ­ვა­რი კრე­ვე­ტე­ბია, რო­მელ­საც სო­ი­ის სო­უს­თან ერ­თად ყვე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მევს.

პი­ცა - იტა­ლი­უ­რი სა­ოც­რე­ბა

- პი­ცა იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მშვე­ნე­ბა და იტა­ლი­ის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ღა­რი­ბე­ბის საკ­ვე­ბად იყო მიჩ­ნე­უ­ლი და მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რა­ცი­ონ­ში სა­ერ­თოდ არ შე­დი­ო­და. რო­გორც ჩანს, თავ­და­პირ­ვე­ლად პი­ცა ძალ­ზე მო­ხერ­ხე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა მო­ამ­ზა­და: პუ­რის პა­ტა­რა ნაჭ­რით, პო­მიდ­ვ­რით, ნივ­რით, ზე­თი­თა და მომ­ც­რო თევ­ზით ადა­მი­ა­ნი ვერ და­ნაყ­რ­დე­ბა, მაგ­რამ თუ ამ ყვე­ლა­ფერს თავს ერ­თად მო­უყ­რის, გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლიც ექ­ნე­ბა და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მი­ი­ღებს. დღეს პი­ცა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი საჭ­მე­ლია დე­და­მი­წა­ზე. პი­ცის უამ­რა­ვი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია "მარ­გა­რი­ტა", რო­მე­ლიც, გად­მო­ცე­მით, იტა­ლი­ის მე­ფე უმ­ბერ­ტო I-ის მე­უღ­ლის, დე­დო­ფალ მარ­გა­რი­ტას პა­ტივ­სა­ცე­მად შე­იქ­მ­ნა.

სუ­კის სტე­ი­კი

- სტე­ი­კი და­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თ­ვე­ლებს, მათ სის­ხ­ლი­ა­ნი სტე­ი­კი არ უყ­ვართ, თუმ­ცა წვნი­ა­ნი სტე­ი­კი ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლის ხე­ლით შემ­წ­ვარ სტე­იკს სულ სხვა გე­მო აქვს, ვიდ­რე ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბულს.

ბიფ­ს­ტ­რო­გა­ნო­ვი
- ბიფ­ს­ტ­რო­გა­ნო­ვი რუ­სი მზა­რე­უ­ლი გახ­ლ­დათ, რო­მელ­მაც ეს უგემ­რი­ე­ლე­სი საჭ­მე­ლი გა­მო­ი­გო­ნა. კა­რაქ­ში მო­შუ­შუ­ლი სა­ქონ­ლის სუ­კი და ხახ­ვი ამ კერძს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ არო­მატს ანი­ჭებს, ხო­ლო შა­ვი პილ­პი­ლი და არა­ჟა­ნი კი­დევ უფ­რო პი­კან­ტურ­სა და მიმ­ზიდ­ველს ხდის.
კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტი
- კი­ე­ვურ კატ­ლეტს ქათ­მის ფი­ლე­თი ამ­ზა­დე­ბენ. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კერ­ძია, რო­მე­ლიც მზა­რე­უ­ლის დიდ ოს­ტა­ტო­ბა­სა და ცოდ­ნას მო­ითხოვს. ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რეს­ტო­რან "ევ­რო­პა­ში" მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 200-300 ცა­ლი კი­ე­ვუ­რი კატ­ლე­ტი იყი­დე­ბო­და.

შა­ურ­მა
- სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი შა­ურ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. სიტყ­ვა "შა­ურ­მა" თურ­ქუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და ქარ­თუ­ლად "მოტ­რი­ა­ლეს" ნიშ­ნავს. ეს არის ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შექ­მ­ნი­ლი კერ­ძი, რო­მელ­საც ცეცხ­ლ­ზე მოტ­რი­ა­ლე, შამ­ფურ­ზე აც­მუ­ლი და სა­ნე­ლებ­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ხორ­ცის წვრი­ლი ნაჭ­რე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ. ხორ­ცი შე­იძ­ლე­ბა იყოს ცხვრის, ქათ­მის, ან სა­ხედ­რის. შა­ურ­მა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი არა, ევ­რო­პა­შიც ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მე­ბი და დი­ე­ტო­ლო­გე­ბი მას ჯან­საღ საკ­ვე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვენ, გერ­მა­ნი­ა­სა და სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში სა­შა­ურ­მე­ე­ბი თით­ქ­მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზეა გახ­ს­ნი­ლი.

უსა­მარ­თ­ლოდ მი­ვიწყე­ბუ­ლი სუ­ში

- ეს ტრა­დი­ცი­უ­ლი იაპო­ნუ­რი კერ­ძი წლე­ბის წინ საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ტრა­დი­ცი­უ­ლი იაპო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო სუ­შის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სიტყ­ვა "სუ­ში" პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით მჟა­ვეს ნიშ­ნავს. სუ­შის სულ რა­ღაც 100 წლის ის­ტო­რია აქვს. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, იაპო­ნელ შეფ-მზა­რე­ულს, სა­ხე­ლად იოჰე­ის, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნა­ხუ­ლი თევ­ზის მკვეთ­რი სუ­ნი მოჰ­ბეზ­რ­და და კლი­ენ­ტებს უმი თევ­ზი შეს­თა­ვა­ზა, სწო­რედ აქე­დან და­იწყო სუ­შის ის­ტო­რია. სუ­შის სამ­შობ­ლოდ სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ას მი­იჩ­ნე­ვენ. დღეს თბი­ლის­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ არის ისე მოთხოვ­ნი­ლე­ბა სუშ­ზე, რო­გორც თავ­და­პირ­ვე­ლად იყო, თუმ­ცა ერ­თე­უ­ლე­ბი მას მა­ინც უკ­ვეთენ და სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მე­ვენ.


ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე
ბეჭდვა