2018 წლის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებისთვის - გზაპრესი

2018 წლის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებისთვის

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები 2018 წელს აქტიურები და ენერგიულები იქნებიან. უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლის წელს თქვენთვის წინსვლა და კარდინალური ცვლილებები მოაქვს. თუმცა, რისკებიც დიდი იქნება.

ბიზნესი და კარიერა - წლის დასაწყისში წარმატება გელით პროფესიულ სარბიელზე, შესაძლოა თქვენი საყოველთაო აღიარება და პოპულარობა გაიზარდოს. თუმცა აუცილებელია სიფრთხილით მოეკიდოთ საეჭვო გარიგებებს და ცდუნებას მარტივი გზებით გახდეთ სიტუაციის ბატონ-პატრონი. არსებობს იმის ალბათობაც, რომ რისკმა არ გაამართლოს და ერთი შეხედვით პერსპექტიული საქმე წამგებიანი აღმოჩნდეს.

ფინანსები - ასტროლოგები გირჩევენ ამ წელს დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით ხარჯოთ ფული. აუცილებელია ნაკლებად აჰყვეთ დიდი ფულის, იოლი გზებით შოვნის მაცდუნებელ წინადადებას, რომელიც წლის პირველ ნახევარში აუცილებლად გელით.

სიყვარული - ლომების უმეტესობას სასიყვარულო ფრონტზე 2018 წელს დიდი ვნებათაღელვა და დრამატული ისტორიები ელის. შესაძლოა უკვე არსებულ პარტნიორთან მოგიწიოთ ურთიერთობის გარკვევა ან წარსულში თითქოსდა დასრულებულმა ურთიერთობებმა ერთობ დრამატულად შეგახსენოთ თავი.

ქალწული

2018 წელი საბოლოოდ დაასრულებს თქვენს ცხოვრებაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არსებულ რთულ პერიოდს და საკუთარი შრომის შედეგით კმაყოფილი იქნებით.

ბიზნესი და კარიერა - ძაღლის წელს ქალწულისთვის ფინანსური სტაბილურობა და სიმშვიდე მოაქვს. ყველა ის საქმე, რომელზეც წინა წლებში მუხლჩაუხრელად შრომობდით, ზუსტად ამ წელს გამოიღებს ნაყოფს და რეალურად დაინახავთ უძილო ღამეების შედეგებს.

ფინანსები - წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მომგებიანია ფინანსურად. მსუბუქი რისკიც არ გაგიფუჭებთ საქმეს. თუმცა, უკვე შემოდგომისკენ და წლის მიწურულს ფინანსური მადა აკონტროლეთ და ნაკლებად შეეჭიდეთ ძვირად ღირებულ პროექტებს.

სიყვარული - 2018 წელს მთელი თქვენი ყურადღება პროფესიული და ფინანსური ზრდისკენ იქნება მიპყრობილი, რამაც შესაძლოა მცირედი გაუგებრობა და წყენები გამოიწვიოს პირად ცხოვრებაში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პერიოდულად მაინც გამონახოთ დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან პრეტენზიები გაგაღიზიანებთ.

სასწორი

წელს ერთპიროვნულად მოგიხდებათ ბევრ სფეროში გადაწყვეტილების მიღება. რაც თქვენნაირი ადამიანისთვის ერთობ რთული განსახორციელებელი იქნება.

ბიზნესი და კარიერა - სამსახურში 2018 წელს თქვენი ყველაზე დიდი პროტეჟეები მეგობრები და გავლენიანი ნაცნობები იქნებიან. ამ წელს შესაძლოა ახალი და მნიშვნელოვანი მფარველიც გამოგიჩნდეთ კარიერულ კიბეზე. გამორიცხული არ არის სამსახურის ცვლილებაც, თუმცა თუ ბევრს იფიქრებთ და იყოყმანებთ სარფიანი შემოთავაზება ხელიდან გაგიფრინდებათ.

ფინანსები - წლის დასაწყისში შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა შემოქმედებითი იდეების განხორციელებამ მოგიტანოთ. გაზაფხულზე მოერიდეთ ზედმეტი ვალის აღებას. შემოდგომაზე მოსალოდნელია დაწინაურება. სესხის აღება ბინის რემონტისთვის ან ახალი ბინის შესაძენად დაგჭირდებათ.

სიყვარული - მერყევი ხასიათი და აწონ-დაწონის რეჟიმში მუდმივად ყოფნა სასიყვარულო ურთიერთობასაც დაასვამს წლევანდელ წელს საკმაოდ სერიოზულ დაღს. ამიტომ არ არის გამორიცხული, თქვენი ყოყმანით თავმობეზრებული პარტნიორი, ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ აორთქლდეს. ხოლო მათ, ვინც უკვე დაქორწინებულია, გაგებით უნდა მოეკიდოს მეორე ნახევრის პრეტენზიებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მთლიანობაში ოჯახის სიმყარეს ეხება.

მორიელი

წელს სრულუფლებიან ფავორიტებად იგრძნობთ თავს. პლანეტების კეთილგანწყობა ამ წელს ყველა სფეროს შეეხება. მთავარია, შანსები დროულად გამოიყენოთ.

ბიზნესი და კარიერა - საქმეში მორიელისთვის 2018 წელი ახალი მწვერვალების დაპყრობის პერიოდი იქნება. ეს ის წელიწადია, როცა რეალურად შესაძლებელია შეცვალოთ საკუთარ კარიერაში რამე უკეთესობისკენ. ასტროლოგები გირჩევენ, მიზანსწრაფულობა და მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ დასახული მიზნების განხორციელებაში.

ფინანსები - წლის პირველ ნახევარში ფინანსურად მორიელების უმეტესობას ფორტუნა უღიმის. აქედან გამომდინარე, გაუმჯობესდება შემოსავლები და გაადვილდება ნებისმიერი ტიპის, ფინანსური საქმიანობა, იქნება ეს ხელფასის მატების ტენდენცია თუ საკუთარი საქმე. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, ფულის დასაბანდებლად.

სიყვარული - ძაღლის წელი თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობების მთელ კალეიდოსკოპს ჰპირდება. არ არის გამორიცხული, ბევრი მარტოხელა მორიელი ამ წელს საკუთარ პოტენციურ ქორწინების პარტნიორს შეხვდეს. ხოლო უკვე დაოჯახებულებს, ურთიერთობის გამყარების რეალური შანსი მიეცემათ მეორე ნახევართან.

მშვილდოსანი

ძაღლის წელს წარმატების რეალური პერსპექტივა მოაქვს. თუმცა, ერთი პირობით - არ უნდა გადაუხვიოთ საკუთარ პრინციპებს.

ბიზნესი და კარიერა - 2018 წელი წარსულის ძალაუფლების დაბრუნებას გპირდებათ. ამ პერიოდში დიდი ხნის წინ გაფუჭებული ან გაწყვეტილი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ ან ახალ საქმეებს წამოიწყებთ ჩვეული ენთუზიაზმით.

ფინანსები - ფინანსური შეზღუდვები და სირთულეები ნელ-ნელა შემცირდება. თუმცა, ეს ფულის უყაირათოდ ხარჯვის უფლებას არ გაძლევთ. შემოდგომამდე სასურველია ეკონომიის გამოჩენა ნებისმიერი კუთხით. წლის მიწურულს მნიშვნელოვანი ფინანსური გაუმჯობესება გელით.

სიყვარული - თქვენი მუდმივად მაძიებელი ბუნება, ძაღლის წელშიც არ შეწყვეტს საკუთარი იდეალის საძებელად მოგზაურობას. ამიტომ ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში შესაძლოა ახალი რომანების ეპიცენტრად უცხოეთი ან მგზავრობის პერიოდი იქცეს. დაოჯახებულ წყვილებს კი არაჩვეულებრივი თავგადასავლები, მოგზაურობები ელით.

თხის რქა

ძაღლის წელი თქვენთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იქნება. თუმცა ბუნებით მებრძოლ და პრინციპულ თხის რქებს ეს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ბიზნესი და კარიერა - პროფესიული თვალსაზრისით ყვითელი ძაღლის წელიწადი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება თხის რქისთვის. ამ წელს შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა შეიცვალოს სამსახური, ახალი საქმე წამოიწყოს ან პროფესიულ სფეროში დაწინაურების რეალურ შანსებს გამოჰკრას ხელი. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ყველაფერი დიდი შრომისა და ემოციების ფასად დაგიჯდებათ.

ფინანსები - 2018 წელი თქვენგან მეტ წინდახედულობასა და ეკონომიურობას ითხოვს. ეს კარგი პერიოდია არა ხარჯვის, არამედ ინვესტირებისთვის. შესაბამისად, აჯობებს თანხების დაბანდება რაიმე ტიპის მომგებიან საქმეში, სწავლასა და სტაჟირებაში.

სიყვარული - წლის მნიშვნელოვანი მოვლენები სასიყვარულო კუთხით, ძირითადად 2018 წლის პირველ ნახევარში განვითარდება. ბევრ თქვენგანს მოუწევს სერიოზულად მოეკიდოს აქამდე არსებულ ურთიერთობებს და ბოლოს და ბოლოს, თვალი გაუსწოროს ვალდებულებებს, რომელსაც ეს კავშირი აკისრებს. დაოჯახებული თხის რქებისთვის კი პარტნიორთან დაკავშირებული სირთულეები, ერთგვარ გამოცდად იქცევა ცხოვრებაში.

მერწყული

ძაღლის წელი, ერთობ არათანამიმდევრული და ცვალებადი იქნება თქვენთვის. წლის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევრიდან კი თავად დაიწყებთ თავგადასავლების ძიებას.

ბიზნესი და კარიერა - სამსახურში წლის პირველ ნახევარში რუტინა და მშვიდი გარემო შენარჩუნდება. თუმცა შესაძლოა იყოს პროფესიულ სარბიელზე წვრილმანი სირთულეები, რაც კოლეგებთან ურთიერთობის დარეგულირებით მოგვარდება. წლის მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის წყაროზე დაფიქრდეთ ან სულაც დაწინაურება მოითხოვოთ სამსახურში.

ფინანსები - შესაძლოა, ზაფხულის ბოლომდე საკუთარმა ფინანსურმა შემოსავლებმა სავსებით დაგაკმაყოფილოთ. თუმცა, უკვე შემოდგომიდან, დიდი ალბათობით რაღაც გრანდიოზული მიზანი გაგიჩნდებათ და ამ მიზნის მისაღწევად მზად იქნებით დამატებით იშრომოთ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად გააფუჭებს თქვენს ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან.

სიყვარული - წლის ძირითადი ნაწილი მშვიდი და პროგნოზირებადი იქნება. თუმცა, წლის მიწურულს უფრო მეტი შემოსავლის სურვილმა და დასახული მიზნების რადაც უნდა დაგიჯდეთ, მიღწევის სურვილმა შესაძლოა საგრძნობლად გააფუჭოს თქვენი ურთიერთობები პარტნიორთან. ნუ მოიმიზეზებთ მოუცლელობას. მაქსიმალურად გამონახეთ დრო ოჯახისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ერთობ არასახარბიელო იქნება.

თევზები

თქვენ სრულიად ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში და შესაბამისად, უკეთესობისკენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებასაც.

ბიზნესი და კარიერა - 2018 წლის მანძილზე შესაძლოა რუტინულმა სამსახურმა თავი იმდენად მოგაბეზროთ, რომ თუ მთლად სამსახურის ცვლილება არა მისი საყვარელი ჰობით გამრავალფეროვნებაზე მაინც დაიწყოთ ფიქრი. ჰოდა, გამორიცხული არ არის ჰობი სამომავლოდ სტაბილური ფინანსური შემოსავლის წყაროდაც კი იქცეს თქვენთვის.

ფინანსები - ძაღლის წელი უნიკალურ შესაძლებლობებს გაგიშლით თვალწინ, რომელთაგანაც ყველაზე კარგი შემოქმედებითი აქტივობით ფულის გამომუშავების შანსები იქნება. დრო დადგა საკუთარ ჰობის მეტი პატივისცემით მოექცეთ. გახსოვდეთ, რაც სიყვარულით იქმნება, ასეთივე სიყვარულით იყიდება ხოლმე.

სიყვარული - წლის მანძილზე პარტნიორული ურთიერთობების კუთხით არაერთი სიურპრიზი გელით. შესაძლოა უკვე არსებულ პარტნიორში ისეთი თვისებები აღმოაჩინოთ, რაც რბილად რომ ვთქვათ, `თვალს მოგჭრით~. თუმცა, თუკი ისე მოხდა, რომ ურთიერთობას განშორებით დაასრულებთ, ნუ იდარდებთ - ზაფხულის მეორე ნახევარში ვარსკვლავები ახალი სიყვარულის პოვნის შანსებს გიწინასწარმეტყველებენ.