"ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი" - რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ? - გზაპრესი

"ქართველი კაცი, კაცი უნდა იყოს და არა საწოლში ყავის მომრთმევი" - რას ამბობენ ცოლები ქმრების შესახებ?

"ქალბატონებო, როგორ განებივრებენ მეუღლეები? ( საწოლში მოაქვთ თქვენთვის ყავა, დადიან თქვენთან ერთად სასეირნოდ, გეპატიჟებიან რომანტიკულ ვახშამზე, გჩუქნიან საჩუქრებს და ა.შ.)"

აი, რამდენიმე პასუხი:

"ჩემი მეუღლეა ზუსტად ასეთი, უზომოდ რომანტიკოსია და სულ მანებივრებს, ხშირად დავდივართ: კინოში, პიცერიაში, სასეირნოდ, დასასვენებლად, ხშირად მანებივრებს ყვავილებით და საჩუქრებით. შეყვარებულები რომ ვიყავით, ყველა

შეხვედრაზე დიდი თაიგული და საჩუქრები მოჰქონდა“.

"რატომ გიკვირთ, ქართველი ვერ იქნება რომანტიკოსი? ჩემი მეუღლეც ძალიან მოსიყვარულე და რომანტიკოსია. უბრალოდ, დრო არ აქვს სადმე ვიაროთ, თუ კი ვახერხებთ, ყველგან მივყავარ“.

"მართალია, ყველა თავისებურად გამოხატავს. საჩუქარზე მეტად მისი თბილი და სიყვარულით სავსე გამოხედვა მახარებს და მაბედნიერებს".

"4 სული რომ მის კისერზე ვართ, საჩუქარი არ არის? 3 შვილი რომ მყავს, ჩემთვის ისიც საჩუქარია... რომ გვაცვია, არ გვშია და არ გვცივა, ეგეც საჩუქარია... სიყვარულით სავსე თვალებით რომ შემომხედავს... აღარც ყვავილია საჭირო... ყოველთვის რომ ცდილობს, გული არაფერზე მატკინოს, ეგეც საჩუქარია და 3 შვილს რომ იტოვებს და მეგობრებთან ერთად გასართობად მიშვებს, ეგეც

საჩუქარია..."

"ისე,რომ დავფიქრდი, ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ, ორსულობის გადამკიდე უჟმური ცოლი გავხდი და ყველაფერზე უარს ვეუბნები. დავფიქრდი და ახლა მეტირება“.

"ხშირად ვერა, მაგრამ როცა შეუძლია, დილით ყავაც მოაქვს საწოლში და ვახშამზეც მეპატიჟება. სასეირნოდ ჩვენს შვილებთან ერთად დავდივართ და ძალიან მიკვირს, რომ კითხულობენ - ასეთი ქართველი კაცი არსებობს?“

გაგრძელება