ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა - გზაპრესი

ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა

ყველამ ვიცით, რომ დიეტა სტრესთან, უხასიათობასთან, მუდმივ შიმშილის გრძნობასთან და ზოგადად, დისკომფორტთან ასოცირდება. ნანუკამ კი ისეთი რეცეპტი შეიმუშავა, რომლის მეშვეოითაც ყოველგვარი სტრესის გარეშე 6 თვეში ქალებს სასურველ ფორმაში ჩადგომას „ჰპირდება“. გთავაზობთ ნანუკას რეცეპტს, რომელიც საკუთარი გადაცემის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით მეგობრებო.

დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს.

ჩემი არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძილით. ამას რატომ გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

საკმარისია გააქროთ რაციონიდან შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (წიწიბურას, ქინოას გარდა), არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს (12 საათამდე) და გაღვიძება ხვალ.

გაგრძელება