"რატომღაც სიყვარულში არაფერი გამომდის" - გზაპრესი

"რატომღაც სიყვარულში არაფერი გამომდის"

შარშანდელ "ნიჭიერში" თვითნასწავლმა აკრობატმა, 26 წლის იოსებ ტლაშაძემ მაყურებლისა და ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია, წელს კი უკვე სიმღერით სცადა მსმენელის გაოცება. მეტსახელად "ბაჯოს" ეძახიან. ის საკმაოდ გულახდილად საუბრობს განვლილ რთულ ცხოვრებასა და ტკივილებზე. რა გზა გაიარა ჭიდაობის არენიდან სცენამდე და რატომ იყო ყოველთვის ცალმხრივად შეყვარებული, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული

ინტერვიუდან:

"ბავშვობაში მსუქანა, ბაჯბაჯა ვიყავი, დედა და და მეძახდნენ ასე. გორის რაიონში, სოფელ ხიდისთავში გავიზარდე, მრავალშვილიან ოჯახში - სამი ძმა და ერთი და მყავს. მე რომ გავჩნდი, მამა 60 წლის ყოფილა, დედა - 44-ის. ისე ვგავდი მამას, ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი შვილი ვარ (იცინის). ის აგრონომი იყო, მძღოლადაც მუშაობდა, ერთი უბრალო გლეხი კაცი იყო, მაგრამ ღირსეული..."

"ძალიან რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი. საქართველოში რთული სიტუაციაა და სამსახური არ არისო, წუწუნებენ, მაგრამ თუ შრომა გინდა, ყოველთვის და ყველგან ნახავ საქმეს. სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი - ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი მოსწავლე ვიყავი. მომზადებისა და სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდა ჩემს ოჯახს..."

"ზედმეტად გახსნილი და უბრალო ვარ, გულწრფელიც, მაგრამ რატომღაც, სიყვარულში არაფერი გამომდის... მომწონს დამოუკიდებელი, ძლიერი ქალები. რაც შეხება პოპულარობას, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს არასასიამოვნოა და ცუდია. ამას წინათ მეგობრის დაბადების დღე იყო რომელიღაც კლუბში, სადაც პირადობის მოწმობები მოგვთხოვეს შესვლის დროს. რომ დამინახეს, შენ არ გინდა, შემოდიო, მითხრეს. მესიამოვნა, რომ მიცნეს..."

სტატიას ვრცლად ჟურნალ "გზის" 17 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი