რამდენი ტაბუ დაარღვია ჰარიმ მეგანზე ქორწინებით? - გზაპრესი

რამდენი ტაბუ დაარღვია ჰარიმ მეგანზე ქორწინებით?

ხალხის ყურადღება წყვილმა ჯერ კიდევ იმ დროს მიიქცია, როდესაც პრინც ჰარის გვერდით ამერიკელი მსახიობი, მეგან მარკლი გამოჩნდა. იმ წუთიდან მედიამ აქტიურად დაიწყო მეგანის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოძიება.

ფოტოგალერეა

ჰარისა და მეგანის ქორწინება იმითაც არის გამორჩეული, რომ პრინცმა სამეფო ოჯახის რამდენიმე ტრადიცია დაარღვია, რასაც ქვემოთ გთავაზობთ.

ამერიკელი გოგონა უბრალო ოჯახიდან

იმის გარდა, რომ მეგან მარკლი არ არის ბრიტანელი, ის არც დიდგვაროვანთა ოჯახს მიეკუთვნება. მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა. მეგანის მამა თეთრკანიანია, ხოლო დედა აფროამერიკელი. წყივლმა ერთმანეთი სატელევიზო სერიალის გადაღებებზე გაიცნო. მეგანი დორია რეგლანდისა და ტომას მარკლის ერთადერთი შვილია.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში წლების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სამეფო ოჯახის წევრები "უბრალო" ადამიანებს უკავშირებდნენ ბედს.

მაგალითად, მეფე ჯორჯ მეექვსის ქალიშვილი, პრინცესა მარგარეტი ბრიტანელ ფოტოგრაფ ანტონი არმსტრონგ-ჯოუნსზე გათხოვდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია სამეფო ოჯახთან.  დედოფალ ელიზაბეტის უმცროცი ვაჟი, პრინცმა ედვარდმა ცოლად მოიყვანა სოფი რის-ჯოუნსი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობდა.

მეგანის ფერადკანიანი დედა

მეგან მარკლის დედა დორია რეგლანდი აფროამერიკელია. მეგანი 6 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ, როგორც ამბობენ, ქორწინება "მეგობრულად" დასრულდა. მეგანი, მშობლების დაშორების შემდეგ, დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ მამასაც რეგულარულად ნახულობდა.

განათხოვარი საპატარძლო

ამერიკელი მსახიობისთვის პრინც ჰარიზე გათხოვება პირველი ქორწინება არ არის. 2011 წელს ის პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე დაქორწინდა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ქორიწნებამდე ისინი ერთმანეთს 7 წელი ხვდებოდნენ. განქორწინების შემდეგ მეგან მარკლი გოლფის ცნობილ მოთამაშეს რორი მკლროისა, მოგვაინებით კი, კანადელ შეფ-მზარეულს კორი ვიტიელოს ხვდებოდა.

გაგრძელება