გვირილის რეცეპტები
ნიღაბი (მხოლოდ ქერა) თმისთვის:
აადუღეთ 2 ჩ/კ გვირილა 200 მლ წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, ოდნავ შეაგრილეთ და შეიზილეთ თმაში. თავზე შემოიხვიეთ ცელოფანის პარკი და შემდეგ პირსახოცი. დაიტოვეთ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.
წონის დასაკლებად:
დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს დალიეთ თითო ჭიქა გვირილის ნაყენი (1 ჩ/კ 1 ჩ/ჭ წყალზე). გვირილა ძალიან კარგი საშუალებაა ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად; არეგულირებს ნაწლავების მუშაობას.
სახის კანისთვის:
დილა-საღამოს სახე და ყელი ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით. ეს ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე - სახის გამწმენდი რძე ან გელი. გვირილის მოხმარების შედეგად კანი უფრო რბილი და ელასტიკური ხდება, სახე ბუნებრივ ფერს მიიღებს და გამონაყარიც გაქრება.
თვალების სიწითლის დროს:
აადუღეთ გვირილა (1 ჩ/კ 1 ჩ/ჭ წყალზე), დაასველეთ მასში საფენი (ბამბა ან მარლა) და დაიფინეთ თვალებზე 10-15 წუთით. სიწითლეც გაქრება და თვალების დაძაბულობაც მოგეხსნებათ.