მთვარის გავლენა თმაზე - გზაპრესი

მთვარის გავლენა თმაზე

•  უსიამოვნებებისგან სრულიად უცხო ადამიანი დაგიცავთ, თუ თმის შეჭრას სამშაბათს გადაწყვეტთ.

•  თუ ვარცხნილობას ოთხშაბათს შეიცვლით, გაგიადვილდებათ ადამიანებთან ურთიერთობა და სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ.

•  გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ, თუ სალონს ხუთშაბათს ეწვევით.

•  ასტროლოგების აზრით, პარასკევს ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შენელებულია. ამიტომ, ამ დღეს თმის შეჭრას ნუ დაგეგმავთ.

•  მარტოობისგან გათავისუფლდებით და საკუთარ სიძლიერეში დარწმუნდებით, თუ ვარცხნილობას შაბათს შეიცვლით.

•  კვირას თმის შეჭრა რეკომენდებული არ არის. სხვათა შორის, ეს რეკომენდაცია ფრჩხილებსაც ეხება.

•  გახსოვდეთ, თუ გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ, იგი მზარდი მთვარის პერიოდში უნდა შეიჭრათ. თუ თმას მთვარის კლებისას შეიჭრით, ნელა გაგეზრდებათ.