იცინეთ და განსაზღვრეთ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი - გზაპრესი

იცინეთ და განსაზღვრეთ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი

როგორ იცინით? თავშეუკავებელი მხიარულებისას სარკეში ჩაიხედეთ, შემდეგ კი შეადარეთ, რამდენად ზუსტია თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი.

სიცილისას ნეკა თითით ტუჩებს ეხებით

საკუთარი შეხედულება გაქვთ კარგი ტონის, გრაციოზულობის, დახვეწილი მანერების შესახებ და ცდილობთ, მას შეესაბამებოდეთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

პირზე ხელს იფარებთ

თავდაჯერება გაკლიათ. მორცხვი ხართ და ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ.

თავს უკან სწევთ

მიმნდობი ხართ. ზოგჯერ მოულოდნელი საქციელი გჩვევიათ. მხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობთ.

ხელით სახეს ან თმას ეხებით

ასე მეოცნებენი და ფანტაზიორები იქცევიან.

სიცილისას ცხვირს ჭმუხნით

განწყობილება, გრძნობები და შეხედულებები ხშირად გეცვლებათ. ემოციური ხართ და ამასთანავე, ჭირვეულიც. ადვილად ემორჩილებით წუთიერ განწყობილებას.

ხმამაღლა იცინით და პირს ფართოდ აღებთ

ტემპერამენტიანი ხართ. თავშეკავება და ზომიერება თქვენთვის უცხო ხილია. ბევრს ლაპარაკობთ და არ გიყვართ სხვების მოსმენა.

თავს წინ ხრით, ვიდრე ჩუმად ჩაიცინებდეთ

კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, იოლად ეგუებით ნებისმიერ გარემოს და ადამიანებს. გრძნობებს ყოველთვის აკონტროლებთ.

ხელს ნიკაპს ჰკიდებთ

ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებით და ხასიათიც შესაბამისი გაქვთ. ხშირად დაუფიქრებელი მოქმედება გახასიათებთ.

სიცილის კონკრეტული მანერა არ გაქვთ

თქვენ ინდივიდუალისტი ხართ. ყველგან და ყოველთვის საკუთარ მოსაზრებას ეყრდნობით და გარშემო მყოფთა შეხედულებებს თითქმის არასდროს ითვალისწინებთ.