ultrix - სათითაოდ, ნელ-ნელა ხსნიდა ღილებს, თითქოს იცილებდა ძაძის სიმძიმეს და შავი მარწუხებისგან თავისუფლდებოდა
font-large font-small
ultrix - სათითაოდ, ნელ-ნელა ხსნიდა ღილებს, თითქოს იცილებდა ძაძის სიმძიმეს და შავი მარწუხებისგან თავისუფლდებოდა
დასაწყისი იხილე აქ

II ნაწილი

როცა ბოლო ღილიც გახსნა, კაბა მხრებზე გადაიწია. შავი ქსოვილიდან თეთრმა მხრებმა და სავსე მკერდმა გამოანათა. ანა ინტერესით დააკვირდა საკუთარ მკერდს, მხრებს, მკლავებს... თითქოს პირველად ხედავდა მარმარილოსავით გამოქანდაკებულ სხეულს. მერე მკლავები გაითავისუფლა, კაბა თეძოზე ჩამოაცურა, იატაკზე დაუშვა და ფეხით შედგა.


ultrix


II ნაწილი


მაშინ ანა 22 წლის იყო... იმ წელს დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებას აპირებდა. ქმრის სიკვდილის გამო დიდი სტრესი გადაიტანა. ჯერ ერთი, საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან და ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა გაეძლო მისი მონატრებისთვის. მეორეც, ცხოვრების დარჩენილი წლები გოჩასთან ერთად ჰქონდა დაგეგმილი და ახლა უეცრად, ყველაფერი შეიცვალა...

გოჩა დაკრძალეს. გასვენების მეორე დღეს ანა სვანეთში წავიდა და იქ დარჩა, თბილისში აღარ დაბრუნებულა.
გოჩას ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობდა და სვანეთში სახლი დიდი ხნის გამოკეტილი ჰქონდა, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ ხოლმე. ანამ ოჯახის წევრებისგან ნებართვა ითხოვა და ქმრის სახლში დარჩა. ძაძები ჩაიცვა...

შავმა ქსოვილმა მისი სილამაზე შთანთქა... მხოლოდ მწვანე თვალები ანათებდა შავი ჩადრიდან... შურისძიების სურვილით აღვსილი და ცრემლისგან დაწითლებული თვალები.

მისი ოჯახი იქვე, გვერდით სოფელში ცხოვრობდა. დედა ეხვეწებოდა, მარტო ნუ დარჩები მაგ დაწყევლილ სახლში, წამოდი, აქ იყავიო, მაგრამ გოგონა ქმრის სახლს არ ტოვებდა. მთელი წელი გაუძლო ასეთ ყოფას. შეშაც მოიმარაგა ზამთრისთვის, წყალზეც ფეხით დადიოდა და შორი გზიდან, მხარზე დოქით შემოდგმული მოჰქონდა.

იმ ზაფხულს სტუმრადაც კი არ ჩამოსულა გოჩას ოჯახი. დედამთილმა ვერა და ვერ მოიბრუნა გული. დაწუნებული რძალი ბოლომდე შეიძულა შვილის სიკვდილის შემდეგ.

წლისთავი როდის ჰქონდათ, ისიც არ შეატყობინეს.

მათი ქორწილისა და გოჩას წლისთავის წინა დღეს თბილისში გამგზავრება გადაწყვიტა. დილით სახლს მიხედა, მერე გარდერობიდან მოზრდილი ჩანთა გადმოიღო, ელვაშესაკრავი გახსნა და ჩანთის შიგთავსი საწოლზე გადმოყარა. რამდენიმე ხელი ტანისამოსი ჰქონდა თბილისიდან წამოღებული. ყველაფერი დაჭმუჭნილი იყო. მთელი წელი საგარეო ტანისამოსი არ სცმია. კარგა ხანს დაჰყურებდა ტანსაცმლის გროვას. მერე შავი, ტილოს

შარვალი და შავი მაისური ამოარჩია და გააუთოვა. სარკის წინ დადგა და საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. კოჭებამდე დაშვებული, წელამდე ჩაღილული, შავი კაბა, რომელსაც არც ძირი ჰქონდა შემოტეხილი, არც საყელო და სახელო, ასაკს ჰმატებდა; 80 წლის დედაბერივით გამოიყურებოდა. თავზე შავი თავსაფარი ჰქონდა წაკრული, თმა - ცხენის კუდივით გამონასკვული.

მორჩა! დღეს მთავრდებოდა მის მიერ დადებული ფიცის ვადა: გასვენების დღეს გოჩას საფლავთან დაიფიცა, რომ 1 წლის განმავლობაში ასე იცხოვრებდა... შემდეგ კი... შემდეგ ახალი ფიცის დადებას აპირებდა და მას ხვალ, საყვარელი ქმრის საფლავზე იტყოდა, რასაც უეჭველად შეასრულებდა...

კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში. თითქოს ცდილობდა, დაემახსოვრებინა, როგორ გამოიყურებოდა... შემდეგ კაბის გახდა დაიწყო...

სათითაოდ, ნელ-ნელა ხსნიდა ღილებს, თითქოს იცილებდა ძაძის სიმძიმეს და შავი მარწუხებისგან თავისუფლდებოდა. როცა ბოლო ღილიც გახსნა, კაბა მხრებზე გადაიწია. შავი ქსოვილიდან თეთრმა მხრებმა და სავსე მკერდმა გამოანათა. ანა ინტერესით დააკვირდა საკუთარ მკერდს, მხრებს, მკლავებს... თითქოს პირველად ხედავდა მარმარილოსავით გამოქანდაკებულ სხეულს. მერე მკლავები გაითავისუფლა, კაბა თეძოზე ჩამოაცურა, იატაკზე დაუშვა და ფეხით შედგა. სარკის წინ შავი, ბამბის ტრუსის ამარა დარჩა... ისიც გაიხადა... ხელი ასწია და ჯერ თავსაფარი მოიძრო, ისიც ძირს დააგდო... მერე თმიდან სამაგრი მოიხსნა. შავი, სქელი, ტალღოვანი თმა წელს ქვემოთ სწვდებოდა... თმა მხრებზე დაეფინა და სხეული დაუფარა. წყლის ნიმფას ჰგავდა... თითქოს ხელახლა შეიმოსა ძაძით. მწვანე თვალები უელავდა, გული გამალებით უცემდა... დღეიდან ის ახალ ცხოვრებას იწყებდა - ძაძების გარეშე!..

უეცრად აჩქარდა, საწოლზე დაყრილი ტანისამოსიდან შავი, აჟურული ტრუსი ამოარჩია და ამოიცვა... შარვალი... მაისური... წელში მოიხარა და თმა წინ გადმოუშვა, მერე თავი აიქნია და უკან გადაიყარა... სარკესთან მივიდა... არ მოეწონა. მთელი წელი თმისთვის არ მიუხედავს, ფორმაში არ ჰქონდა. "თბილისში ჩავალ და მივხედავ", - გაიფიქრა და ისევ კუდივით გამოინასკვა...

შავი კაბა და თავსაფარი მინავლულ ბუხარში შეაგდო და დაელოდა, როდის დაიწვებოდა ბოლომდე. მერე ჩანთა აიღო, იქაურობას უკანასკნელად მოავლო თვალი და ეზოდან გავიდა.

...თბილისში წასასვლელიც არსად ჰქონდა, გარდა ბიძისა. მას მიადგა კარზე. უცოლო ბიძა ჰყავდა და სტუდენტობისას, მთელი 5 წელი მასთან ცხოვრობდა. გოჩაც მასთან გაიცნო... ის იყო ერთადერთი, ვინც ბოლო 1 წლის განმავლობაში სვანეთში აკითხავდა და ყურადღებას აქცევდა...

***

- ანა, წავიდეთ, - ფიქრებიდან ნინოს ხმამ გამოარკვია. უკვე კარგად მოსაღამოებულიყო და ბინდდებოდა.

ანა წამოდგა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საფლავის ქვას და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა.

იმ საღამოს გუნება უკვე გაფუჭებული ჰქონდა. ნინომაც არ გაუწყალა გული შეკითხვებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ აინტერესებდა. მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გაცვალეს დებმა. ანა ადრიანად დაწვა დასაძინებლად. ცოტა ხანში რაღაცამ გამოაღვიძა... შეიშმუშნა... მიხვდა, ნინო შეუწვა ლოგინში. ნინო ფრთხილობდა, არ უნდოდა, დას გაღვიძებოდა. ხელი ფრთხილად მოხვია, ზურგზე მიეხუტა, სახე მის თმაში ჩარგო და გაიტრუნა. ანას ესიამოვნა დის სითბო... იგრძნო, რომ ვიღაცას ასე მონატრებია. არ აგრძნობინა, რომ გაეღვიძა. ცოტა ხანში თვითონაც ტკბილად ჩაეძინა და დილით ზუსტად ასევე გამოეღვიძა - არც თვითონ უცვლია გვერდი და არც ნინოს.

დისკენ გადმობრუნდა, მძინარეს სახეზე ხელი ჩამოუსვა და ცხვირზე აკოცა.

გოგონა შეიშმუშნა და თვალები გაახილა. ერთმანეთს გაუღიმეს.

- ადექი, დღეს ბევრი საქმე გვაქვს, - ხელი მსუბუქად წაჰკრა.

- ჯერ შენ ადექი და ყავა მოადუღე, - ნინომაც წაჰკრა ხელი.

- ოოჰ, აქ დიასახლისი შენ ხარ და ადექი ახლა და მომემსახურე, - ისევ წაჰკრა ხელი, ამჯერად უფრო მაგრად.

ნინო წამოხტა, ბალიშს ხელი წამოავლო და თავში დაუშვა.

ცოტა ხანში დებს შორის ნამდვილი "ბალიშების ომი" გაიმართა. ბავშვობა გაიხსენეს. როცა პატარები იყვნენ, სწორედ ასე "ომობდნენ" ხოლმე, რის გამოც დედა სულ უწყრებოდა და ხშირად ისჯებოდნენ კიდეც.

როგორც იქნა, დაიღალნენ და ღონემიხდილები საწოლზე დაეყარნენ. მერე ორივეს სიცილი აუტყდა.

ყავა მაინც ნინომ მოადუღა.

- დღეს რა გეგმები გვაქვს? - ჰკითხა დას.

- შენ სამსახურში არ მიდიხარ?

- დღეს შაბათია, არ ვმუშაობ.

- ახლა წავალთ და მანქანას ვიყიდით, ფეხით როდემდე უნდა ვიაროთ?!

- მაგარია! მერე სვანეთშიც წავალთ, არა? - აღფრთოვანდა ნინო.

- ჰო, მაგრამ შენი მანქანით - არა, ჩემი მანქანით წავალთ.

- დაგავიწყდა, რომ მანქანა 2 წლის წინ დავამტვრიე?

- არა, ეგ მახსოვს. მაგრამ დღეს შენც გეყოლება მანქანა.

- რა მეშველებოდა, შენ რომ არ მყავდე?! - ნინოს სიხარულით თვალები აუციმციმდა.

ანამ ჯინსის შარვალი ჩაიცვა, ფეხზე ბოტასები მოირგო და სპორტულ "ვიდზე" დადგა.

- ვა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ იცვამ? - გაუკვირდა ნინოს.

- ახლა ასე სჯობია. წავედით, - ნინომ ჩანთა მხარზე მოიგდო და და წინ გაატარა.

მანქანების ბაზრობამდე ტაქსით მივიდნენ. აქ ძირითადად, მამაკაცები ირეოდნენ. გოგონები მათი ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ერთი ქერა იყო, მეორე - შავგვრემანი და ორივე ქალღმერთივით გამოიყურებოდა. მამაკაცები ხარბი მზერით აცილებდნენ, კომპლიმენტს მიაძახებდნენ ხოლმე, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ.

მთელი ბაზრობა მოიარეს. ნინომ ვერცხლიფერი "აუდი" იყიდა... დღის ბოლოს ანამ დიდ, წითელ, კვასკვასა ჯიპს დაადგა თვალი. პატრონი არ ჩანდა. ანა მანქანას გარშემო უვლიდა და აღფრთოვანებული შეჰყურებდა... მათ ირგვლივ მამაკაცებმა მოიყარეს თავი.

- სადაა ამის პატრონი? - იკითხა ანამ, რადგან არავინ გამოელაპარაკა.

- აქვე იქნება სადმე, ტელეფონის ნომერი აწერია აგერ, - მამაკაცმა მინის მწმენდავში გარჭობილი ფურცელი ამოაძვრინა და გაუწოდა.

ანამ ნომერი აკრიბა. 5 წუთში მანდ გავჩნდებიო, - უპასუხა კაცმა. ცოტა ხანში მანქანის პატრონიც გამოჩნდა.

- რა ღირს? - მოსვლისთანავე ფასი ჰკითხა გოგომ.

- ძვირია, - ამრეზით უპასუხა მამაკაცმა და ანა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.

ქალი მოეწონა, მაგრამ მასში მყიდველი ვერ ამოიცნო და ტუჩი აიბზუა.

- რა ღირს-მეთქი? - გაუმეორა ანამ. - მე არ მიკითხავს, ძვირია თუ არა, ფასი ვიკითხე. შეიძლება, შენთვის ძვირი იყოს, მაგრამ ჩემთვის - იაფი.

- ეს წლევანდელი "რეინჯ როვერ-სპორტია", გენაცვალე! 4,2 ძრავა აქვს, 12 აირბეგი... საწვავსაც ბევრს წვავს, - თითქოს გაყიდვა არ უნდაო, ისე ლაპარაკობდა გამყიდველი.

- რა ღირს?! - ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა. ყველას აინტერესებდა, რა მოხდებოდა და ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს.

- 85 ათასი, - როგორც იქნა, ამოღერღა.

- რამდენს დააკლებ? - შეევაჭრა ანა.

- ვერ დავაკლებ, ხომ გითხარი, ძვირია-მეთქი! არ ხარ შენ ამის მყიდველი და დამანებე თავი, ლაყბობისთვის არა მცალია, - ხელი ჩაიქნია მამაკაცმა.

- რა გქვია? - მოულოდნელი კითხვა დასვა ქალმა.

- ჯონი.

- ჰოდა, ჩემო ჯონი, 80 ათასს მოგცემ და წავიდეთ, გავაფორმოთ.

- ვა! - დაიძახა ერთმა; მეორემ დაუსტვინა. - აი ქალიიი! - აღფრთოვანება ვერ დაფარა მესამემ.

ჯონი დაფიქრდა, მერე ხელი ჩაიქნია და შეთავაზებულ ფასს დათანხმდა.

- ჯერ გავივლი, - ანამ მანქანის კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა. საჭეს ხელი გადაუსვა, თითქოს მოეფერაო, გასაღები გადაატრიალა... ძრავამ თითქოს შეუღრინაო, ისეთი ხმა გამოსცა და მანქანა ადგილიდან რბილად დაიძრა.

- მაგარია, - მოეწონა ანას, - დღეს გვიანი არაა? მოვასწრებთ გადაფორმებას?

- დღეს გვიანია, ხვალ კვირაა, ზეგ გადავაფორმებთ, - კაცმა ხელი გაუწოდა გასაღების გამოსართმევად.

- ფულს დღეს მოგცემ, ხვალ მანქანა მჭირდება - რაიონში მივდივარ; ჩამოვალ და გადავაფორმებთ. ნინო, იმ "აუდის" პატრონის ნომერი მითხარი, წამოვიდეს ბარემ, მაგასაც მივცემ "ბეს" და დავამთავროთ დღევანდელი შოპინგი.

- მეორე მანქანაც იყიდეთ? - გაუკვირდა ჯიპის მფლობელს.

- ჰო, ჩემი დისთვის, - სასხვათაშორისოდ უპასუხა ანამ, რადგან იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ დანარჩენებს და ცოტა წაიმეტიჩრა კიდეც.

GzaPress

მეორე დღეს, დილით სვანეთის გზას დაადგნენ. დასავლეთში რომ გადავიდნენ, ანა აღფრთოვანებული უყურებდა გზას, მთებს... ხარბად აკვირდებოდა გარემოს და დიდ სიამოვნებას იღებდა. გზაში ბევრგან გაჩერდნენ, რომ ანა ბუნების მშვენიერებით დამტკბარიყო. საღამო ხანს, როგორც იქნა, ჩააღწიეს.

ჭიშკართან გაჩერებული ჯიპი რომ შენიშნა, დედამ ეზო გადმოჭრა, რომ სტუმარს შეჰგებებოდა. როცა თავისი შვილები შერჩა ხელში, ცოტა დაიბნა. ანას დანახვას ხომ საერთოდ არ ელოდა!.. მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა და ატირდა. კარგა ხანს ეფერებოდნენ ერთმანეთს დედა-შვილი.

- მე ვის ვახსოვვარ, არა?.. - ნინომ თავისი არსებობა შეახსენა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.

ახლა დედა მას ჩაეხუტა.

- შენ არ გეწყინოს, შვილო, 1 თვის წინ გნახე, ეს კი 8 წელია, არ მინახავს! რატომ არ მითხარი, რომ ჩამოდიოდი? ასე შეიძლება?! - მიუბრუნდა ანას.

- წამო, დედა, შინ შევიდეთ, - ანამ ჭიშკარი შეაღო და ეზოს თვალი მოავლო. გული შეეკუმშა - თავისი ბავშვობა გაახსენდა. სახლისა და ეზოს ყოველი კუნჭული მოიარა, მერე დედას მიუჯდა საჭორაოდ...

იმ საღამოს მათ ოჯახში მეზობლებმა მოიყარეს თავი. ანას ნახვით ყველამ გაიხარა. დედამ კუბდარი გამოაცხო და ანამ იმდენი ჭამა, მერე კვნესოდა, ვეღარ ვისვენებ, მუცელი მტკივაო...

ტახტზე მიწოლილი ანა დედას ადევნებდა თვალს. ქალი მოტეხილიყო... ჯერ 50 წლის იყო, მაგრამ გაცილებით ასაკოვნად გამოიყურებოდა.

- დედა, მამა დავითი ისევ აქაა, ჩვენს ეკლესიაში მსახურობს?

- ჰო, შვილო, აქაა, - თავი დაუქნია დედამ.

- ხვალ ვნახავ.

- ხვალ ვეზდენთან იქნება: ვეზდენი დაიღუპა, ხვალ მისი სულის მობრძანება აქვთ დაგეგმილი. ჩვენც უნდა წავიდეთ.

სულის მობრძანება სვანური რიტუალია. როდესაც ადამიანი სახლიდან შორს გარდაიცვლება, მისი გადმოსვენების შემდეგ, დაკრძალვამდე მისი სულის მობრძანებას ახდენენ. გარდაცვალების ადგილზე მამალი მიჰყავთ; იქ ძაფის ბოლოს რაიმე საგანზე მიამაგრებენ და სახლისკენ აიღებენ გეზს. ძაფს მთელ გზაზე გააბამენ და მეორე ბოლოს მიცვალებულის ჩასასვენებელთან დაამაგრებენ. ამ დროს სასწაული ხდება: ოთახში გაშვებული მამალი თავისი ფეხით მივა მიცვალებულის თავთან, კუბოზე შემოჯდება, ფრთას ფრთას შემოჰკრავს და დაიყივლებს. ეს იმის ნიშანია, რომ სული მობრძანდა...

მეორე დღეს ანა, ნინო და დედა ვეზდენის სახლისკენ გაეშურნენ. ჭირისუფალმა მიატირა, ქალმაც თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა.

ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. მამა დავითი იყო. ანა მოძღვარს გადაეხვია და ქვითინს უმატა.

- გარეთ გავიდეთ, დამშვიდდები, - მამაომ მხარზე ხელი მოხვია და კარისკენ წაიყვანა. ანა დაჰყვა მის ნებას. ეზოში, მერხზე ჩამოსხდნენ.

- როგორ ხარ? - მოძღვარმა თვალი თვალში გაუყარა.

- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ანამ.

- როდის დაბრუნდი?

- გუშინწინ, მამაო.

- იმედია, შენს განზრახვაზე ხელი აიღე.

- არა, მამაო. ჩემი ქმრის სისხლს საბლიანებს არ შევარჩენ.

- შურისძიებას და სისხლის აღებას ქრისტიანული რელიგია გმობს.

- ვიცი, მაგრამ მე ისედაც ცოდვილი ვარ. კიდევ ერთი ცოდვით დავიმძიმებ ისედაც დამძიმებულ სულს, - ანას ცრემლი ღაპაღუპით სცვიოდა და მიწაზე ერთმანეთის მიყოლებით ეწვეთებოდა.

- სისხლის აღება ქალის საქმე არაა, შვილო, - მოხუცი მოძღვარი ანას "მობრუნებას" მაინც ცდილობდა.

- როცა არ არსებობს მამაკაცი, რომელიც შურს იძიებს, მაშინ ეს საქმე ქალმა უნდა მოაგვაროს. ტყუილად ნუ გაირჯები, მამაო, - ანამ ცრემლი მოიწმინდა, თავი ასწია და მოძღვარს თვალებში შეხედა, - ეს ამბავი გადაწყვეტილია და ფიცს არ გავტეხ: ხომ იცით, მამაო, რომ გოჩას დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ მის საფლავზე დავიფიცე, მკვლელს პასუხს ვაგებინებ-მეთქი და ამას აუცილებლად შევასრულებ.

- ქალმა სისხლში ხელი არ უნდა გაისვაროს, ქალმა შვილები უნდა აღზარდოს. შენ კი ქალი ხარ, თანაც - მშვენიერი ქალი და შენს ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღო.

ანა მხოლოდ თავს აქნევდა უარის ნიშნად.

- ხვალ ტაძარში მოდი, - მოკლედ მოჭრა მოძღვარმა და წამოდგა.

ანას მთელი ღამე არ უძინია, მოძღვართან საუბარი არ სურდა, მაგრამ ვერც მის სიტყვას გადავიდოდა.

...ეკლესიის კარი მოწიწებით შეაღო და პირჯვარი გადაიწერა. კუთხეში მამა დავითი შენიშნა და მისკენ გაეშურა.

- გამარჯობა! - მიესალმა მოხუცს.

მოძღვარი წელში გასწორდა, ქალს შეხედა, უსიტყვოდ შებრუნდა და ოთახში გაუჩინარდა. ცოტა ხანში გამოვიდა და ანასკენ გამოემართა. ხელში წმინდა გიორგის მოოქრული ხატი ეჭირა. ანას წინ გაჩერდა და ხატი გაუწოდა.

- ემთხვიე! - უბრძანა.

ქალი ხატის კუთხეს ბაგით შეეხო.

- ეს ხატი წელიწადში რამდენჯერმე გამობრძანდება - მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისა და დღესასწაულის დროს. ახლა დადგა ეს განსაკუთრებული დრო: დაიფიცე ამ წმინდა ხატზე, რომ შურისძიებაზე ხელს აიღებ და საბლიანების ოჯახს არაფერს დაუშავებ.

- არა. საფლავზე დადებულ ფიცს არ გავტეხ! - შეუვალი იყო ქალი.

- დაიფიცე, ანა!

- არა, მამაო... მე წავალ... სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს... მერე მოვალ, როცა პირნათელი ვიქნები ჩემი ქმრის სულის წინაშე და პატიებას ვთხოვ ღმერთს. მაშინ გეტყვით აღსარებას...

ანამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მერე მოძღვარს ზურგი აქცია და კარისკენ წავიდა. ზღურბლზე ფეხი გადადგა თუ არა, დავითის ხმა მოესმა, მოძღვარი ეძახდა.

ქალი შეჩერდა... თავი არ მიუბრუნებია. ელოდა, როდის დაუძახებდა კიდევ, მაგრამ ძახილი აღარ განმეორდა. ქალმა პირჯვარი გადაიწერა:

- ღმერთო, მიშველე და მაპატიე! - ხმამაღლა წარმოთქვა და ეკლესიის ეზო დატოვა.

მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. კიდევ ერთხელ რომ დაეძახა დავითს, შესაძლოა, მიბრუნებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მოძღვარმა მხოლოდ პირჯვარი გადასახა და ასე დალოცა ცოდვილი.

"ამ საღამოს უხუცესთან მივალ, მას ვთხოვ რჩევას; გავარკვევ, რა ხდება გვარებს შორის", - გაიფიქრა და წელში გაიმართა.

თანამედროვე მახვში სულაც არ გახლავთ ისეთი, როგორიც წიგნებშია აღწერილი ან როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ - თეთრწვერა, მახვშის სკამზე ამაყად მსხდომი, ჯოხზე დაყრდნობილი. დღესდღეობით სულაც არაა აუცილებელი, რომ ის გვარში ყველაზე მხცოვანი იყოს. მის მოვალეობას ჭკვიანი, ავტორიტეტული, სამართლიანი და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მამაკაცი ასრულებს და მას მახვშსაც აღარ ეძახიან. უბრალოდ, ყველამ იცის, რჩევისთვის ვის უნდა მიმართოს. წინათ, სვანური ადათ-წესის მიხედვით, როდესაც გვარს რაიმე პრობლემა ჰქონდა, მამაკაცები მახვშის სახლში იკრიბებოდნენ. ოჯახში სუფრა იშლებოდა, სვანური კუბდარი, ჭვიშტარი, ფეტვნაარი (ფეტვიანი ხაჭაპურია, ყველში დაფქულ ფეტვს ურევენ) ცხვებოდა და აუცილებელი იყო, რომ ამ კერძებში დაფქული კანაფი (ე.წ. "პლანი") ყოფილიყო შერეული. კანაფი სვანეთში ყველა ოჯახს მოჰყავდა წინათ და საკაზმად გამოიყენებოდა. ახლა ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ ბედავს, მაგრამ თუ კანაფით შეკაზმული კუბდარი არ გაგისინჯავთ, ნუ იტყვით, რომ ნამდვილი კუბდარი გიჭამიათ. ძველი ადათ-წესებიდან თითქმის აღარაფერია სვანეთში შემორჩენილი, სისხლის აღების წესის გარდა. ეს ყველაზე "ველური" და "პირველყოფილი" ტრადიციაა...

ანა მურთაზის სახლის კარს მიადგა და დაიძახა. ცოლმა გამოხედა, ანას მიეგება, მოიკითხა და შინ შეიპატიჟა. მურთაზი სახლის უკან, სახელოსნოში იყო და ფიცარს რანდავდა. ანას დანახვა თითქოს არ გაუხარდაო, წარბები შეჰკრა და სახე კუშტი გაუხდა.

მურთაზი 50-ოდე წლის, სიმპათიური მამაკაცი გახლდათ, სახეზე, ტანსა და ხელებზე მზემოკიდებული... წელს ზემოთ შიშველმა, ქალის დანახვაზე, იქვე, კუთხეში დაკიდული პერანგი ჩამოხსნა და ოფლიან ტანზე გადაიცვა. სახელოთი შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა, წელში მოიხარა და ფიცარს გახედა.

- გამარჯობა! - ანამ ხელი გაუწოდა.

მამაკაცმა არც შეხედა, თითქოს არც არავინ მოსულაო, საქმე ისე განაგრძო. რანდიდან ამოსული ბურბუშელა ლამაზად იხვეოდა და ძირს ცვიოდა. სახელოსნოში ახალმოჭრილი ნაძვის სასიამოვნო სუნი იდგა. ანა დაიხარა და ერთი ბურბუშელა აიღო.

- მზეთუნახავის თმის კულულს ჰგავს, - თქვა ხმამაღლა და ბურბუშელა ცხვირთან მიიტანა. სურნელი ღრმად შეისუნთქა და იქვე, ერთმანეთზე დალაგებულ, გაურანდავ ფიცრებზე ჩამოჯდა.

- მზეთუნახავები სვანებს არ გვაკლია, ჩვენს გვარს - მით უმეტეს... - ხმა ამოიღო მურთაზმა.

- მართალია, არ გვაკლია, - ჩაილაპარაკა ქალმა.

- მაგრამ რა?.. გვარის შერცხვენის მეტს არაფერს აკეთებენ, - კაცმა ისე გაუსვა რანდი ფიცარს, თითქოს ჯავრის ამოყრას ლამობდა.

- მურთაზ, მე საყვედურების მოსასმენად არ მოვსულვარ, საქმეზე მოვედი, რაღაც მინდა გკითხო.

- მე უფლება მაქვს, გისაყვედურო, პასუხი მოგთხოვო და დაგსაჯო კიდეც, ისეთი საქციელის გამო, რომელიც არ მომწონს და ჩემს ბიძაშვილს არ შეეფერება, - გაცხარდა კაცი, - მამაჩემი და მამაშენი ძმები იყვნენ, მე და შენ ბიძაშვილები ვართ, შენ ჩემი და ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი, არ შემიძლია იმის პატიება... წარსულის... ხვდები, რასაც გეუბნები?

ანამ თვალი თვალში გაუყარა და მზერა არ აარიდა.

- ხვდები? - ჩაეკითხა მამაკაცი და რანდს ხელი უშვა. ანასთან მივიდა და თავზე დაადგა: - აქ არ უნდა მოსულიყავი...

- ის ყველაფერი წარსულში დარჩა, მურთაზ, - ქალმა ბიძაშვილის გულის მობრუნება სცადა.

- არა! ლაქა, რომელიც შენს სახელს თან სდევს, არასოდეს ირეცხება... ცუდი არავის ავიწყდება, კარგს ივიწყებენ უცებ, თორემ ცუდი, წლები ახსოვს ხალხს... შენ სვანეთში ჩამოსვლის უფლებაც არ გქონდა. გუშინ ვეზდენის გასვენებში ხალხი შენზე ჭორაობით დაიღალა... ახლა წადი, სათქმელი აღარაფერი მაქვს, - მურთაზი საქმეს მიუბრუნდა.

- ისეთიც არაფერი გამიკეთებია, ასეთი შეუვალი და მკაცრი განაჩენი რომ გამომიტანო, - აპილპილდა ანა, - და ვინ ხარ შენ, რა უფლება გაქვს, მე სვანეთში ჩამოსვლა ამიკრძალო?! ჩემს სახლში, ჩემს კუთხეში!.. დედასთან და ნათესავებთან! ამის უფლება არ გაქვს! მეტისმეტს იღებ საკუთარ თავზე და მხოლოდ იმიტომ გპატიობ, რომ ბიძაშვილი ხარ! - ქალი აქეთ-იქით მიმოდიოდა და ხელების ქნევით ლაპარაკობდა. - შენგან განსხვავებით, მე მიტევების უნარი მაქვს. შუბლს გაგიხვრეტდი და ამას არ გაპატიებდი, ეგ იცოდე... ცოცხალი იმიტომ ხარ ახლა და იმიტომ სუნთქავ, რომ სისხლი და ხორცი ხარ ჩემი... და იცოდეს ყველამ, გადაეცი იმათ, ვინც, როგორც შენ ამბობ, ჩემზე ჭორაობით დაიღალა, რომ ყველას მოვთხოვ პასუხს და ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, საბლიანების თამადობით!..

- საბლიანებს შეეშვი! - უცებ თქვა მურთაზმა.

- რატომ? რატომ შევეშვა? იმიტომ, რომ შენი გოგო მათ ჰყავთ რძლად? იმიტომ, რომ გოჩას ნათესავებმა აპატიეს? იმიტომ, რომ როგორც წიწილა, ისე ჩაფლეს მიწაში ძმებმა - ძმა, მშობლებმა - შვილი, ბიძაშვილებმა - ბიძაშვილი?! მიწა მიაყარეს, ორმოცი და წლისთავი გადაუხადეს, შავი ჩაიცვეს, წვერი მოუშვეს და ამით დამთავრდა ყველაფერი? ამით?!

- საბლიანებს შეეშვი! - ხმა უფრო გაუცივდა მურთაზს.

- არა! - თავი გააქნია ანამ. - ჩემი "დალაქული" ცხოვრება, როგორც შენ უწოდებ, გოჩამ ჩააყენა კალაპოტში, შემიყვარა ისეთი, როგორიც ვიყავი, ორივე ხელისგულში მოიქცია ჩემი გულიც და ჩემი ცხოვრებაც, ყოველგვარი უწმინდურობისა და აგრესიისგან მიცავდა... ის იყო ის ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს დაცულად და უშიშრად ვგრძნობდი, უგონოდ მიყვარდა და ის საბლიანებმა წამართვეს!.. მათ პასუხი უნდა აგონ!

ანა სახელოსნოდან გავიდა, ეზო გადაჭრა და ჭიშკარში გასულს, მურთაზის ცოლის ხმა დაეწია:

- ანა, რატომ მიდიხარ? შემოდი, ყავა დავლიოთ.

ანამ უკანმოუხედავად აუქნია, ხელი, - თავი დამანებეო! - და სახლისკენ აიღო გეზი.

მესამე ნაწილი

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
06.11.2014
აუუ ცოტა მეტი დაიდოს ჯობია
ani
29.10.2014
კარგად იკითხება, სასურველია მეტი დაიდოს.
მაიკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი